
ტენდერებში საფასო უპირატესობა ქართულ კომპანიებს მიენიჭება - ინფრასტრუქტურის სამინისტრო კანონპროექტზე მუშაობს
ქართულ კომპანიებს სახელმწიფო შესყიდვებში შესაძლოა უპირატესობა მიენიჭოთ - ამას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელზეც ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუშაობს. საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 2026 წლის საშემოდგომო სესიაზე წარსადგენი კანონპროექტების გეგმა წარუდგინა, რომლებზეც ამჟამად მთავრობა და კონკრეტული სამინისტროები მუშაობენ.
65 კანონპროექტისგან შემდგარ სიაში ერთ-ერთია ინიციატივა, რომელზეც ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუშაობს და რომლის მიღების შემთხვევაშიც სამშენებლო სერვისის შესყიდვის დროს შესაძლოა ქართულ კომპანიებს გარკვეული საფასო უპირატესობა მიენიჭოს.
ცვლილება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში შედის.
"კანონპროექტის მიღება შექმნის სამართლებრივ საფუძველს, რომელიც გარკვეული შემთხვევებში, საქონლის, მომსახურების ან სამშენებლო სამუშაოს შესყიდვისას, სატენდერო წინადადებების შეფასებისას ადგილობრივი პრეტენდენტებისათვის ფასობრივი უპირატესობის მინიჭების შესაძლებლობას უზრუნველყოფს", - ნათქვამია სამინისტროს განმარტებაში.
BMG შეეცდება გაარკვიოს უშუალოდ რას ითვალისწინებს აღნიშნული კანონპროექტი და რა მასშტაბის უპირატესობა შეიძლება ქართულ კომპანიებს მის შედეგად მიენიჭოს.
BM.GE
წყარო: bm.ge