მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსეთში ყოველი მეხუთე ბანკი ზარალზეა
რუსეთში ყოველი მეხუთე ბანკი ზარალზეა

რუსეთში ყოველი მეხუთე ბანკი ზარალზეა

BM.GE6 ივლისი, 2026, 19:30|bm.ge

რუსეთში ზარალიანი ბანკების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, კერძოდ, თუ 2026 წლის 1 იანვრისთვის ქვეყანაში 34 ასეთი ფინანსური ინსტიტუტი ფიქსირდებოდა, ამჟამად ამ მაჩვენებელმა 60-ს მიაღწია.

ცენტრალური ბანკის მონაცემებით, ამჟამად ადგილობრივი საბანკო ბაზრის მონაწილეთა თითქმის მეხუთედი, ანუ 19.7%, ზარალზე მუშაობს. ექსპერტების შეფასებით, ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2022 წლის შემდეგ, როდესაც უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს მასშტაბური სანქციები დაუწესდა.

ექსპერტების შეფასებით, შექმნილი ვითარება მკაცრი მონეტარული პოლიტიკის კუმულაციურ ეფექტს უკავშირდება. რეგულატორი რეფინანსირების განაკვეთს ნახევარ წელზე მეტი ხნის განმავლობაში რეკორდულ, 21%-იან ნიშნულზე ინარჩუნებდა, მისი ეტაპობრივი შემცირება კი მხოლოდ 2025 წლის ივნისში დაიწყო და ამჟამად განაკვეთი 14.5%-ს შეადგენს. ცენტრალური ბანკის განმარტებით, ზარალიანი ორგანიზაციების უმრავლესობას მცირე ბანკები შეადგენენ, რომელთა ჯამური წილი სექტორის აქტივებში 1%-ს არ აღემატება, თუმცა სააგენტო Expert RA-ს მონაცემებით, უარყოფითი ფინანსური შედეგები რამდენიმე მსხვილმა ორგანიზაციამაც აჩვენა.

რაც შეეხება პრობლემების კიდევ ერთ მიზეზს, საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ ის ორგანიზაციებიც, რომლებიც ბიზნესსექტორს აქტიურად აკრედიტებდნენ, ვინაიდან კორპორაციული დეფოლტის მაჩვენებელმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. 2025 წლის მეოთხე კვარტალში ჩავარდნილი კორპორაციული სესხების წილმა 11%-ს გადააჭარბა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 5.8%-ს შეადგენდა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

“ქალაქი ელოდება გენგეგმას… ვფიქრობ, ამის მერე დაიწყება ფოთში მასიური მშენებლობები”- “ფოთი რეალტორი”

“ქალაქი ელოდება გენგეგმას… ვფიქრობ, ამის მერე დაიწყება ფოთში მასიური მშენებლობები”- “ფოთი რეალტორი”

BM.GE

"ანაკლიის პორტში ტვირთნაკადების მოზიდვის რესურსი დიდია" - როგორ აფასებს ბიზნესი მოდელის ცვლილებას?

"ანაკლიის პორტში ტვირთნაკადების მოზიდვის რესურსი დიდია" - როგორ აფასებს ბიზნესი მოდელის ცვლილებას?

BM.GE

დღეს წვდომა აღარ გვაქვს კარგ, მაღალი წებოგვარის ფქვილზე - მალხაზ დოლიძე ე.წ. დამაბალანსებელ გადასახადზე

დღეს წვდომა აღარ გვაქვს კარგ, მაღალი წებოგვარის ფქვილზე - მალხაზ დოლიძე ე.წ. დამაბალანსებელ გადასახადზე

BM.GE

7 ივლისის ღონისძიებების ანონსი

7 ივლისის ღონისძიებების ანონსი

BM.GE