მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია დაიწყო - რა სამუშაოები ჩატარდება პირველ ეტაპზე?
რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია დაიწყო - რა სამუშაოები ჩატარდება პირველ ეტაპზე?

რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია დაიწყო - რა სამუშაოები ჩატარდება პირველ ეტაპზე?

BM.GE23 ივლისი, 2026, 10:30|bm.ge

რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება, რა პერიოდშიც ქალაქის მთავარ გამზირზე, ასევე მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე, ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა შეიზღუდება.პროექტის პირველ ეტაპზე, მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები შეიცვლება - რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ცენტრალურ ქსელებს. ასევე, საჰაერო სადენები განთავსდება მიწისქვეშა საკაბელო არხებში და დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები.

ამასთანავე, პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა, განახლდება გზის სავალი ნაწილი და ტროტუარი, დაიგება ასფალტის საფარი. გამზირის ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებასა და კომფორტს - მოეწყობა მიწისზედა ქვეითთა გადასასვლელები, დამონტაჟდება ახალი საგზაო ნიშნები და დაიხაზება ჰორიზონტალური მონიშვნები.

პროექტის სრული ღირებულება 50 მილიონამდე ლარს შეადგენს.

სამუშაოების საწყის ეტაპს დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების უფროსებთან ერთად გაეცნო.

„დავიწყეთ რუსთაველის გამზირის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები. პირველ ეტაპზე ჩაიკეტა გამზირის ყველა შემსვლელი და გამსვლელი ქუჩა. სარეაბილიტაციო ობიექტი დაყოფილია რამდენიმე ლოტად. იმის გათვალისწინებით, რომ ვადები მაქსიმალურად შემჭიდროვებულია და პროექტი ნოემბრის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს, საჭიროა, სამუშაოები ჩატარდეს სრულ გამზირზე ერთდროულად, 24 საათის განმავლობაში. პროექტის ფარგლებში, მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციები შეიცვლება ძირეულად, მოეწყობა გამწვანების დამატებითი თარგები, გარე განათების ქსელი, დამონტაჟდება მიწისქვეშა თანამედროვე ურნები, ტრანსპორტის მოძრაობა კი გადაერთვება ახალი სატრანსპორტო სქემის მიხედვით. იქიდან გამომდინარე, რომ სამუშაოები 24 საათის განმავლობაში იწარმოებს, მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის წინასწარ ვუხდით ბოდიშს, თუმცა მსგავსი მასშტაბის სამუშაოების ამ ვადაში დასრულება შეუძლებელია“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

წელს, ბათუმში ხმაურის გამო 24 სუბიექტი დაჯარიმდა | მუნიციპალური ინსპექცია

წელს, ბათუმში ხმაურის გამო 24 სუბიექტი დაჯარიმდა | მუნიციპალური ინსპექცია

BM.GE

მიკრომეწარმეების სუბსიდირების პირობები შეიცვალა - კრედიტის ზღვარი ₾150,000-მდე გაიზარდა

მიკრომეწარმეების სუბსიდირების პირობები შეიცვალა - კრედიტის ზღვარი ₾150,000-მდე გაიზარდა

BM.GE

NCDC-ის რეკომენდაციები ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით

NCDC-ის რეკომენდაციები ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით

BM.GE

თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონება გაძვირდა - როგორია უბნების მიხედვით მ²-ზე მედიანური ფასი?

თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონება გაძვირდა - როგორია უბნების მიხედვით მ²-ზე მედიანური ფასი?

BM.GE