მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „რუსთაველის რეაბილიტაციის შემდეგ კომერციული ქონება 30-40%-ით გაძვირდება“ - რეალტორი
„რუსთაველის რეაბილიტაციის შემდეგ კომერციული ქონება 30-40%-ით გაძვირდება“ - რეალტორი

„რუსთაველის რეაბილიტაციის შემდეგ კომერციული ქონება 30-40%-ით გაძვირდება“ - რეალტორი

BM.GE22 ივლისი, 2026, 21:37|bm.ge

რეაბილიტაციის შემდეგ რუსთაველის გამზირზე უძრავი ქონება გაძვირდება. როგორც „თბილისის კომერციული სივრცის“ დამფუძნებელმა რეზო მგალობლიშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, მოსალოდნელია კომერციული ქონების 30-40%-იანი გაძვირება.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ განახლებული, უფრო მიმზიდველი გარემო ფეხით ნაკადის ზრდას, რაც ახალი ბრენდების შემოსვლას გამოიწვევს.

„რუსთაველის გამზირი თბილისის ერთ-ერთი მთავარი კულტურული, ტურისტული და სავაჭრო ქუჩაა, შესაბამისად, აქ კომერციული უძრავი ქონების ფასები პირდაპირ არის დაკავშირებული საფეხმავლო ნაკადთან. 4-თვიანი შეზღუდვა, რომელიც გადაადგილებასა და ბიზნესების ფუნქციონირებაზე გავლენას მოახდენს, სავარაუდოდ, პირდაპირ აისახება ფასებზე. მოკლევადიან პერიოდში მოსალოდნელია, რომ მესაკუთრეებსა და მოიჯარეებს შორის გაჩნდება გარკვეული შეღავათიანი პირობები და შესაძლოა საიჯარო ფასები დაახლოებით 20–25%-ით შემცირდეს. თუმცა, როდესაც სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება, გამზირი უფრო მიმზიდველი გახდება როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ვიზიტორებისა და ფეხით მოსიარულეებისთვის. ეს გაზრდის ბრენდების ინტერესს, მოსალოდნელია დიდი კომპანიების, მაღალი კლასის რესტორნებისა და ახალი სავაჭრო ობიექტების შემოსვლა. ამის შედეგად, სავარაუდოა, რომ საიჯარო ფასები 30–40%-ით გაიზარდოს. მსგავსი მოლოდინი ეფუძნება ჭავჭავაძის გამზირის განვითარების გამოცდილებას.

თუ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაგეგმილ ვადებში დაახლოებით 4 თვეში დასრულდება, ბაზარი ამ დროებით შოკს შედარებით მარტივად გადაიტანს. თუმცა, თუ განმეორდება ვაკის მაგალითი, სადაც სამუშაოები დაგეგმილზე რამდენჯერმე დიდხანს გაგრძელდა, მდგომარეობა ბიზნესებისთვის მნიშვნელოვნად გართულდება.“ - განაცხადა მგალობლიშვილმა.

დღეს რუსთაველის გამზირზე კომერციული ფართების ფასები დამოკიდებულია ობიექტის ხილვადობაზე, მდებარეობასა და ფართის ზომაზე. საშუალო საიჯარო განაკვეთები კვადრატულ მეტრზე დაახლოებით 40–80$ ფარგლებში მერყეობს.

„მცირე ზომის ფართები დაახლოებით 30–60 კვ.მ ხშირად უფრო ძვირია ვიდრე დიდი, მაგალითად 200 კვ.მ-ზე მეტი ფართები. საშუალოდ კი ღირებულება 40–80$ ფარგლებში მერყეობს.

რუსთაველის გამზირზე ამჟამად სულ 50–60 კომერციული ფართია წარმოდგენილი, თუმცა მოთხოვნა გაცილებით მაღალია. ბევრი კომპანია წლების განმავლობაში ელოდება შესაძლებლობას, რომ ამ ლოკაციაზე შევიდეს. სწორედ ამიტომ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბაზარი ელოდება ფასების სწრაფ ზრდას და ახალი ბიზნესების გააქტიურებას.“ - განაცხადა მგალობლიშვილმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ქონების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 40 სტატია.

  • როგორ უნდა შეიცვალოს ქონების გადასახადი?ტვ პირველი
  • კირცხალიას თქმით, მუშაობენ ფიზიკური პირების ქონების გადასახადის ზღვრის გაზრდაზეფორმულა
  • ირაკლი კირცხალია: ვიმუშავებთ ქონების გადასახადის ჭრილში, ფიზიკურ პირებთან მიმართებით, ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებითრუსთავი 2
  • ირაკლი კირცხალია: ვმუშავებთ ქონების გადასახადის ჭრილში, ფიზიკური პირებთან მიმართებით, ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით. უფრო დადებითი კუთხით უნდა გაიზარდოს ეს ზღვარი - ვეტყვი ჩვენს საზოგადოებას, რომ ძალიან აქტიურად მიდის ამასთან დაკავშირებით მუშაობა და ძალიან პოზიტიურად აისახება თითოეულ ჩვენს მოქალაქეზეიმედი
ქონების →

მსგავსი სტატიები

ავიადრომი „ამბასადორი აილენდ ბათუმშიც" მოეწყობა - გოჩა კამკია

ავიადრომი „ამბასადორი აილენდ ბათუმშიც" მოეწყობა - გოჩა კამკია

BM.GE

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მცირე ავიაციაც. საქართველოს ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს - მარიამ ქვრივიშვილი

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მცირე ავიაციაც. საქართველოს ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს - მარიამ ქვრივიშვილი

BM.GE

პუტინმა კიევზე იერიშების სამდღიანი შეწყვეტის ბრძანება გასცა – მიზეზი ამერიკული დელეგაციის ვიზიტია

პუტინმა კიევზე იერიშების სამდღიანი შეწყვეტის ბრძანება გასცა – მიზეზი ამერიკული დელეგაციის ვიზიტია

BM.GE

„ამბასადორის საავიაციო სოფელი“ კაჭრეთს ავიატურიზმის მიზიდულობის ცენტრად აქცევს - ირაკლი კობახიძე

„ამბასადორის საავიაციო სოფელი“ კაჭრეთს ავიატურიზმის მიზიდულობის ცენტრად აქცევს - ირაკლი კობახიძე

BM.GE