მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსთავის 3 განახლებული საბავშვო ბაღი 1200-ზე მეტ ბავშვს მიიღებს - სამინისტრო
რუსთავის 3 განახლებული საბავშვო ბაღი 1200-ზე მეტ ბავშვს მიიღებს - სამინისტრო

რუსთავის 3 განახლებული საბავშვო ბაღი 1200-ზე მეტ ბავშვს მიიღებს - სამინისტრო

BM.GE30 მაისი, 2026, 15:04|bm.ge

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავის 3 განახლებული საბავშვო ბაღი 1200-ზე მეტ ბავშვს მიიღებს.

მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი, რუსთავის მერის მოადგილესთან, კახა გურულთან ერთად, რუსთავში N31 ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს და N25 და N11 ბაგა-ბაღების მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო.

450 ბავშვზე გათვლილი N 31 საბავშვო ბაღის განახლებითი სამუშაო დასკვნით ეტაპზეა.

ასევე დასასრულს უახლოვდება რუსთავის N25 და N11 ავარიული ბაგა-ბაღების ნაცვლად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობების მშენებლობა.

N25-ე ბაღი 450 ბავშვზეა გათვლილი, N11 ბაღი კი 300 ბავშვს მოემსახურება.

უწყების განცხადებით, პროექტების შედეგად, რუსთავის საბავშვო ბაღებში შეიქმნება ყველა აუცილებელი პირობა, რაც უზრუნველყოფს ბავშვების კომფორტულ, უსაფრთხო და სოციალიზაციაზე ორიენტირებულ გარემოში აღზრდას.

გარდა ამისა, მუნიციპალური განვითარების ფონდი, რეკრეაციული სივრცეების მოწყობის პროგრამის ფარგლებში, სამივე საბავშვო ბაღის კეთილმოწყობისთვის, დამატებით გამწვანებით სამუშაოებს შეასრულებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსთავის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 37 სტატია.

  • იმედისა და რუსთავი 2-ის ფეისბუქ გვერდებზე "მითების დეტექტორმა" ყალბი ანგარიშები გამოავლინაფორმულა
  • რუსთავში, ლეონიძის სახელობის ქუჩაზე, საავტომობილო გზა 13 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდებარუსთავი 2
  • რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავარია მოხდატვ პირველი
  • რუსთავის N17 ციხეში პატიმარი გარდაცვლილი ნახეს – დაწყებულია გამოძიებანეტგაზეთი
რუსთავის →

მსგავსი სტატიები

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE