მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „რუსთავში ბინის ფასები თბილისის გარეუბნის ფასს გაუთანაბრდა“- როგორია ტენდენციები?
„რუსთავში ბინის ფასები თბილისის გარეუბნის ფასს გაუთანაბრდა“- როგორია ტენდენციები?

„რუსთავში ბინის ფასები თბილისის გარეუბნის ფასს გაუთანაბრდა“- როგორია ტენდენციები?

BM.GE31 მაისი, 2026, 00:18|bm.ge

რუსთავში 60-მდე მშენებარე დეველოპერული პროექტია, საიდანაც 45 ახალ რუსთავში, 15 კი ძველ რუსთავში ვითარდება - ამის შესახებ ადგილობრივი დეველოპერული სექტორის წარმომადგენლები გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტთან საუბრობენ.

მათი განმარტებით, თბილისში გაზრდილმა მოთხოვნამ და მიგრანტების ნაკადებმა, რუსთავში უძრავ ქონების ბაზრის მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია. თბილისთან სიახლოვისა და შედარებით დაბალი ფასის გამო, როგორც იჯარაზე, ისე ყიდვაზე მოთხოვნა თავდაპირველად ადგილობრივების, მოგვიანებით კი უცხოელების მხრიდანაც ეტაპობრივად გაიზარდა.

გაზრდილმა მოთხოვნმა გამოიწვია ფასების მატებაც. დღეისთვის ახალ რუსთავში, პროექტის საწყის ეტაპზე, 900$-დან იწყება, უკვე აშენებული კი დაახლოებით 1000-1100$ ღირს. გაცილებით მაღალია ფასები ძველ რუსთავში.

„რუსთავის უძრავი ქონების ბაზარზე აქტიურად ვმუშაობ 2024 წლიდან, ჯერ კიდევ ამ პერიოდში თუ 750$-დან იწყებოდა გასაყიდი ფასი ახალ რუსთავში, დღეს 950$-ია. უფრო წინა პერიოდსაც რომ შევხედოთ, 550-600$ ღირდა და კონკურენციაც არ იყო დიდი, იმდენად მცირე იყო შესარჩევი ვარიანტები, რომ მარტივად ხდებოდა უძრავი ქონების სტიმულირება. დღეს კი 60 მიმდინარე პროექტია, საიდანაც 45 ახალ რუსთავში ვითარდება", - განაცხადა დეველოპერული პროექტების აუთსორსინგული მართვის კომპანია JMC-ის დამფუძნებელმა ჯეირან მოწყობილმა.

ისევე როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, რუსთავშიც მყიდველთა დიდ ნაწილს ემიგრანტები წარმოადგენენ. მათთან ერთად ბინებს ყიდულობენ აზერბაიჯანის მოქალაქეები, რომლებიც როგორც რუსთავში, ისე გარდაბანსა და მარნეულში ცხოვრობენ.

იმის გამო რომ რუსთავი დაკავშირებულია ავტო ინდუსტრიასთან, ბოლო დროს ბინებს საინვესტიციოდ და საცხოვრებლად ყიდულობენ ყაზახები და ტაჯიკებიც.

ადგილობრივი დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქალაქს ფასების ზრდის ჯერ კიდევ დიდი პოტენციალი გააჩნია.

„ფასები ისევ იზრდება, რუსთავის ზოგიერთი კომპლექსის ფასი თბილისის გარეუბნის ფასებს დაეწია, მაშინ როცა 3-4 წლის წინ ასე არ იყო. მოთხოვნაშიც თბილისის მსგავსი ტენდენციები გვაქვს და ვფიქრობთ, კარგა ხანს გაგრძელდება ფასების მატება“, - აღნიშნა „უძრავი ქონების პროსპექტთან“ საუბრისას Address Development-ის წარმომადგენელმა დავით მანსვეტაშვილმა.

ზრდადია ქირის ფასებიც. ამ დროისთვის ერთ საძინებლიანი ბინა ცენტრალურ ნაწილში 400-500$ ღირს.

რუსთავში მოლოდინი აქვთ, რომ დაანონსებული საუნივერსიტეტო ქალაქად ქცევის შემდეგ, საიჯარო მიმართულებაზე მოთხოვნა და ფასები როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი სტუდენტების მხრიდან მნიშვნელოვან გაიზრდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 175 სტატია.

  • თბილისში ქორწილში კაცი მოკლესნეტგაზეთი
  • თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლესფორმულა
  • დღეს, რიგით მეორე "თბილისის ფინანსური სამიტი" იწყებარუსთავი 2
  • „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ - თბილისში დღეს აქცია გაიმართებატვ პირველი
თბილისის →რუსთავის →

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE