მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საამიროებმა ირანის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე იერიში საიდუმლოდ მიიტანა - WSJ-ს ექსკლუზივი
საამიროებმა ირანის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე იერიში საიდუმლოდ მიიტანა - WSJ-ს ექსკლუზივი

საამიროებმა ირანის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე იერიში საიდუმლოდ მიიტანა - WSJ-ს ექსკლუზივი

BM.GE12 მაისი, 2026, 23:31|bm.ge

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო ოპერაციებში მიიღო მონაწილეობა და სპარსეთის ყურეში მდებარე ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანა.

გავლენიანი ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, აბუ-დაბი ერთადერთი არაბული სახელმწიფო აღმოჩნდა, რომელიც თეირანის წინააღმდეგ ომში აშშ-სა და ისრაელს შეუერთდა.

როგორც ირკვევა, იერიში კუნძულ ლავანზე მდებარე ობიექტზე აპრილის დასაწყისში განხორციელდა. საუბარია ინდუსტრიულ ცენტრზე, რომელიც ირანის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის და ნავთობის ექსპორტისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

WSJ-ს ინფორმაციით, ვაშინგტონმა საამიროების გასაიდუმლოებული ჩართვა დადებითად შეაფასა. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა რეგიონის სხვა ქვეყნებმა საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარი თქვეს. არსებული ინფორმაციით, თავდასხმა დონალდ ტრამპის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადების გაკეთების პერიოდს დაემთხვა. საყურადღებოა, რომ ქვეყნის საგარეო უწყებამ აღნიშნულზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. ფაქტი არ დაუდასტურებია არც პენტაგონს.

საგულისხმოა, რომ ირანმა კუნძულზე მომხდარი აფეთქება მალევე დაადასტურა და საპასუხოდ საამიროებისა და ქუვეითის მიმართულებით რაკეტები გაუშვა. სამხედრო უწყების მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე თეირანმა აშშ-ის პარტნიორი ქვეყნის ტერიტორიის მიმართულებით 550 ბალისტიკური რაკეტა და 2,200-ზე მეტი დრონი გამოიყენა. ცნობისთვის, ამ მაჩვენებლით საამიროები რეგიონში ყველაზე მეტად დაზარალებული მხარეა. აღსანიშნავია, რომ ირანული იერიშების ნაწილი სამხედრო ობიექტებთან ერთად სამოქალაქო ინფრასტრუქტურასაც შეეხო.

რაც შეეხება არსებულ ვითარებას, გასული კვირის განმავლობაში რეგიონში დაძაბულობამ კვლავ იმატა. ირანმა საამიროების ტერიტორიაზე იერიშები განაახლა და ჰორმუზის სრუტეში ნავთობისა და ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება შეაფერხა.

შეგახსენებთ, აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო კამპანია, რომელიც 2026 წლის 28 თებერვალს დაიწყო მიზნად ირანის ბირთვული და ბალისტიკური პროგრამების განადგურებას ისახავს. თუმცა, აპრილში მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, ომის ძირითადი ამოცანები ამ დრომდე შეუსრულებელი რჩება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 70 სტატია.

  • ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობსფორმულა
  • ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდატვ პირველი
  • აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს - CNNრუსთავი 2
  • ირანის ნავთობის მინისტრი თანამდებობიდან გადადგაიმედი
ირანის →

მსგავსი სტატიები

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE