მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საბა ბაღდავაძის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია "რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?" გრძელდება
საბა ბაღდავაძის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია "რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?" გრძელდება

საბა ბაღდავაძის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია "რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?" გრძელდება

BM.GE9 ნოემბერი, 2026, 22:44|bm.ge

საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი 2019 წლიდან.

პარაძიუდოისტმა საბა ბაღდავაძემ (J1, -81 კგ) მსოფლიო ჩემპიონის ტიტული პირველად 2025 წელს, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში, მაისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა.

შემდეგი გამოწვევა ტიტულის დაცვა იყო, და ეს გამოწვევა სახლში, თბილისში დახვდა.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საბამ კვლავ ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული წარმატებით დაიცვა.

ეს იყო მომენტი, რომელიც მხოლოდ შედეგით არ გაიზომება. დაჯილდოების ცერემონიაზე, როდესაც საქართველოს ჰიმნი აჟღერდა, საბამ ცრემლების შეკავება ვერ შეძლო. ეს გამარჯვება მისი ხანგრძლივი და თავდაუზოგავი შრომის მორიგი აღიარება იყო.

ორი ზედიზედ მსოფლიო ტიტულით საბა ბაღდავაძემ დაამტკიცა, რომ მისი ადგილი მსოფლიოს საუკეთესო პარაძიუდოისტებს შორისაა.

მაგრამ რამდენად ხშირად ვსაუბრობთ ამ მიღწევებზე?

პარასპორტსმენების ისტორიებს ხშირად მხოლოდ მაშინ ვიხსენებთ, როდესაც ისინი მედალს იგებენ. თუმცა მათი მიღწევები და შესაძლებლობები ხშირად ყურადღების მიღმა რჩება. შედეგად, პარალიმპიელი ჩემპიონები, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელით იბრძვიან, იშვიათად ხდებიან იმ ბრენდებისა და კამპანიების ნაწილი, რომლებიც მათ ცნობადობას მეტად გაზრდიდა.

სწორედ ამიტომ საქართველოს ბანკი, როგორც პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი, მიზნად ისახავს პარალიმპიელი ჩემპიონებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ამ პროცესში ბრენდების ჩართვას. კამპანიის მიზანია, რომ პარასპორტსმენებმა მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ. ასე გაჩნდა კამპანიის მთავარი კითხვა: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“

კამპანიის ფარგლებში შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია. ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ადგილას მთავარი კითხვა ჩნდება: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“

კითხვა ბრენდებისთვის გამოწვევად იქცევა: შეავსონ ცარიელი ადგილი და დაიწყონ ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან პარტნიორობა.

ჩემპიონები მზად არიან.

ახლა ბრენდების ჯერია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"საქონლის ხორცი გაძვირდება" - ბექა გონაშვილი მიზეზებზე

"საქონლის ხორცი გაძვირდება" - ბექა გონაშვილი მიზეზებზე

BM.GE

ჩინელ ჯაშუშთან ურთიერთობის თაობაზე ჯენსენ ჰუანგმა წერილი გამოაქვეყნა - Nvidia-ში გამოძიება დაიწყო

ჩინელ ჯაშუშთან ურთიერთობის თაობაზე ჯენსენ ჰუანგმა წერილი გამოაქვეყნა - Nvidia-ში გამოძიება დაიწყო

BM.GE

მომავალი სეზონიდან "ლივერპულის" პირველი მეკარე შესაძლოა გიორგი მამარდაშვილი გახდეს

მომავალი სეზონიდან "ლივერპულის" პირველი მეკარე შესაძლოა გიორგი მამარდაშვილი გახდეს

BM.GE

"ყაზბეგის" საბაჟოზე უცხოელებს ₾138 000-ის ღირებულების ოქროს ნაკეთობები და სხმულები მალულად გადაჰქონდათ | RS

"ყაზბეგის" საბაჟოზე უცხოელებს ₾138 000-ის ღირებულების ოქროს ნაკეთობები და სხმულები მალულად გადაჰქონდათ | RS

BM.GE