მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 694 ნიმუშის კვლევის შედეგები ცნობილია | სეს
საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 694 ნიმუშის კვლევის შედეგები ცნობილია | სეს

საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 694 ნიმუშის კვლევის შედეგები ცნობილია | სეს

BM.GE15 ოქტომბერი, 2026, 14:50|bm.ge

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებიდან აღებული სურსათის 694 ნიმუშის ლაბორატორიული კვლევის შედეგად, სურსათის უვნებლობის ნორმებთან შეუსაბამობა არ გამოვლენილა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მონიტორინგი თბილისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებს შორის ნოროვირუსით გამოწვეული გასტროენტერიტის შემთხვევების შემდეგ დაიწყო. მოკვლევის ფარგლებში, ინსპექტირების ჯგუფებმა შეამოწმეს ბაგა-ბაღების კვების ბლოკები, ხორცისა და რძის პროდუქტების საწარმოები.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ლაბორატორიულად შემოწმდა სხვადასხვა დასახელების ცხოველური და არაცხოველური წარმოშობის სურსათი, მათ შორის:

• ხილ-ბოსტნეული; • რძის ნაწარმი (ყველი, რძის ფხვნილი, ულტრაპასტერიზებული სასმელი რძე, ნაღების კარაქი, არაჟანი);

• ხორცი და ხორცპროდუქტები (საქონლისა და ქათმის ხორცი); • მარცვლეული, მზა კერძები და სასმელი წყალი.

კვლევა განხორციელდა ისეთ მაჩვენებლებზე, როგორებიცაა:

• მძიმე მეტალები; • ნიტრატები; • მიკრობიოლოგიური პარამეტრები და პათოგენები (აერობული მიკროორგანიზმები, კოლიფორმები, სალმონელა, შიგელა, კოაგულაზა - დადებითი სტაფილოკოკი).

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ყველა 694 ნიმუშის კვლევის შედეგი დადგენილ ნორმებს შეესაბამება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რა პირობებით გაიცემა დევნილებზე 10 000 ლარი? - ჯანდაცვის სამინისტრომ ბრძანება გამოსცა

რა პირობებით გაიცემა დევნილებზე 10 000 ლარი? - ჯანდაცვის სამინისტრომ ბრძანება გამოსცა

BM.GE

საერთაშორისო გამოფენა Wine Vision by Open Balkan 2026-ზე ქართული ღვინის 16 კომპანია მონაწილეობდა

საერთაშორისო გამოფენა Wine Vision by Open Balkan 2026-ზე ქართული ღვინის 16 კომპანია მონაწილეობდა

BM.GE

Fitch-მა Silk Road-ის რეიტინგი 'BB-' დონეზე დაადასტურა, სტაბილური პერსპექტივით

Fitch-მა Silk Road-ის რეიტინგი 'BB-' დონეზე დაადასტურა, სტაბილური პერსპექტივით

BM.GE

რატომ არ არის შუამავალი კომპანიების გაუქმება რეალური ეკონომიკური რეფორმა? - გიორგი ხიშტოვანი 3 მიზეზს ასახელებს

რატომ არ არის შუამავალი კომპანიების გაუქმება რეალური ეკონომიკური რეფორმა? - გიორგი ხიშტოვანი 3 მიზეზს ასახელებს

BM.GE