მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საბავშვო ბაღებისთვის საქონლის ხორცის სანაცვლოდ ცხენის ხორცის მიწოდების ბრალდებით 2 პირი დააკავეს - სუს
საბავშვო ბაღებისთვის საქონლის ხორცის სანაცვლოდ ცხენის ხორცის მიწოდების ბრალდებით 2 პირი დააკავეს - სუს

საბავშვო ბაღებისთვის საქონლის ხორცის სანაცვლოდ ცხენის ხორცის მიწოდების ბრალდებით 2 პირი დააკავეს - სუს

BM.GE4 აგვისტო, 2026, 20:24|bm.ge

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, დიდი ოდენობით თაღლითობისა და ხორცის ფალსიფიკაციის ბრალდებით, ორი კომპანიის დირექტორი დააკავა. საქმე ეხება მარნეულისა და ქარელის მუნიციპალიტეტების საბავშვო ბაღებში საქონლის ხორცის სანაცვლოდ, მოტყუებით, ცხენის ხორცის შეტანის ფაქტებს.

სუსის ცნობით, დაკავებულ კომპანიებს „ბი.ჯი.ემ.1“-სა და „ქართული ხორც-პროდუქტების ფერმას“ მოგებული ჰქონდათ მარნეულისა და ქარელის მუნიციპალიტეტების ბაგა-ბაღების გაერთიანებების მიერ გამოცხადებული ტენდერები, რომელთა ფარგლებშიც საბავშვო ბაღებისთვის საქონლის ხორცის მიწოდება ევალებოდათ.

გამოძიების ინფორმაციით, 2026 წლის მაისში, აღნიშნული ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა საქონლის ხორცის ნაცვლად ბაღებში ცხენის ხორცი შეიტანეს, რის შედეგადაც თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით) და 197-ე მუხლის პირველი ნაწილით (ფალსიფიკაცია) მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავება მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 91 სტატია.

  • შალვა პაპუაშვილი არმაზ ახვლედიანის ორგანიზებულ სემინარზე: ევროსაბჭოს წარმომადგენლობას პასუხი აქვს გასაცემი ძალიან მძიმე ბრალდებაზე - არსებობს ეჭვი, რომ ქართველი ხალხის და მათი კანონების გვერდის ავლით ხდება პოლიტიკური პროექტის დაფინანსებაიმედი
  • სოფელ ინგირში, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინაფორმულა
  • შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, "იმედზე" ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების "ექსპერტმა" სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა - აქაოდა სიტყვა "მაქსიმალური" ბევრჯერ თქვაორუსთავი 2
  • ნარკოდანაშაულის ბრალდებით პოლიციამ ორი პირი დააკავატვ პირველი
ბრალდება →

მსგავსი სტატიები

"ოცნებამ" გრანტების სააგენტო საერთაშორისო საზოგადოებისთვის საჩვენებლად შექმნა - ავალიშვილი

"ოცნებამ" გრანტების სააგენტო საერთაშორისო საზოგადოებისთვის საჩვენებლად შექმნა - ავალიშვილი

BM.GE

ჩინურ ავტომობილებზე მოთხოვნა 70%-ით გაიზარდა — ბაზარზე  ახალ ტენდენციაა

ჩინურ ავტომობილებზე მოთხოვნა 70%-ით გაიზარდა — ბაზარზე  ახალ ტენდენციაა

BM.GE

ჯენსენ ჰუანგი აანონსებს, რომ მომავალი წლიდან Nvidia 2-ჯერ მეტ ჩიპს გაყიდის

ჯენსენ ჰუანგი აანონსებს, რომ მომავალი წლიდან Nvidia 2-ჯერ მეტ ჩიპს გაყიდის

BM.GE

კიბერუსაფრთხოების მკვლევრებმა OpenAI-ის სისტემაში შეაღწიეს - მათ Anthropic-ის პროგრამა გამოიყენეს

კიბერუსაფრთხოების მკვლევრებმა OpenAI-ის სისტემაში შეაღწიეს - მათ Anthropic-ის პროგრამა გამოიყენეს

BM.GE