მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საჭირო დროს გაიგებთ ყველაფერს - კობახიძე ანაკლიის პორტზე
საჭირო დროს გაიგებთ ყველაფერს - კობახიძე ანაკლიის პორტზე

საჭირო დროს გაიგებთ ყველაფერს - კობახიძე ანაკლიის პორტზე

BM.GE15 მაისი, 2026, 16:34|bm.ge

ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძე BMG-ის კითხვაზე პასუხისას აღნიშნავს, რომ საზოგადოება "საჭირო დროს გაიგებს ყველაფერს".

BMG-მ პრემიერ-მინისტრს ჰკითხა შეხვდა თუ არა მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში CCCC-ის წარმომადგენლებს, თუმცა კობახიძე აცხადებს, რომ პორტის მშენებლობა შეუფერხებლად გრძელდება.

"საჭირო დროს გაიგებთ ყველაფერს. ვინ ვის შეხვდა ეს არის ჩვენი საქმე. თქვენ იცით რომ გრძელდება პორტის მშენებლობა, შესაბამისად სანერვიულო არაფერია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

2024 წლის მაისში ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩატარებულ საერთაშორისო კონკურსში უპირატეს მონაწილედ ჩინური სახელმწიფო კონსორციუმი CCCC დასახელდა. მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ამ კომპანიასთან საინვესტიციო შეთანხმება საკითხების დაზუსტების შემდეგ "უახლოეს დღეებში" გაფორმდებოდა, თუმცა უკვე თითქმის ორი წელი გავიდა და ამ დრომდე CCCC-თან საინვესტიციო შეთანხმება გაფორმებული არაა. შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში სახელმწიფო ამ კომპანიას "ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" კომპანიის 49%-ის წილს გადასცემს, CCCC-ის ვალდებულება კი პორტში ასობით მილიონი დოლარის ჩადება და მისი ოპერირება იქნება. პროექტის პირველი ფაზის ღირებულება $600 მილიონამდეა. თუმცა, როგორც ცნობილია CCCC-ის აქვს კითხვები პროექტის კომერციულ რისკებზე, მთავრობა კი აცხადებს, რომ ინვესტორთან გააფორმებს მხოლოდ ისეთ შეთანხმებას, რომელიც სესხის და ტვირთების გარანტიას არ ითვალისწინებს. "6 ძირითადი საკითხია, რაც დასაზუსტებელია" - განაცხადა 2025 წლის სექტემბერში ირაკლი კობახიძემ, როცა BMG-მ CCCC-თან მოლაპარაკებების პროცესი მოიკითხა.

შესაბამისად, უკვე არაერთი თვეა ამ მიმართულებით სიახლე ფაქტობრივად არ ყოფილა და მთავრობა მხოლოდ აცხადებს, რომ საზოგადოებას პროექტის შესახებ "უახლოეს მომავალში" მეტ ინფორმაციას აცნობებენ, თუმცა თუ რას ნიშნავს "უახლოესი მომავალი" უცნობია. ასე მაგალითად, 2025 წლის იანვარში ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა განაცხადა, რომ "ძალიან მალე" ანაკლიასთან დაკავშირებით "მეტი სიცხადე" იქნებოდა, თუმცა ამ განცხადებიდან სამი თვის შემდეგაც მთავრობის მიერ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით ახალი არაფერი თქმულა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • ბიბილაშვილი: როგორ ოპოზიციას ისურვებდა „ოცნება“, ისეთსაც, როგორიც ირაკლი კობახიძის მამა იყო გამსახურდიას დროს?ტვ პირველი
  • კობახიძე: ქალბატონ რასას, მის მეგობრებს უნდათ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეშიფორმულა
  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებანეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს შეხვდარუსთავი 2
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

მერიამ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციები დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერიამ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციები დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

BM.GE