მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „მოთხოვნა აღარ იყო“ – „სოლიდუსმა“ ოკუპირებულ აფხაზეთში 1900 ტონამდე საწვავი გაყიდა
„მოთხოვნა აღარ იყო“ – „სოლიდუსმა“ ოკუპირებულ აფხაზეთში 1900 ტონამდე საწვავი გაყიდა

„მოთხოვნა აღარ იყო“ – „სოლიდუსმა“ ოკუპირებულ აფხაზეთში 1900 ტონამდე საწვავი გაყიდა

BM.GE22 ოქტომბერი, 2026, 20:56|bm.ge

„სოლიდუსის“ მფლობელი აცხადებს, რომ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში დღეისთვის იაფი საწვავი რუსეთიდან შედის და შესაბამისად საქართველოდან საწვავის მიწოდებაზე მოთხოვნა აღარ არის. ამის შესახებ გიორგი არველაძემ BM.GE-ს ოკუპირებულ რეგიონში ზაფხულში შექმნილი საწვავის დეფიციტისა და საქართველოდან აფხაზეთში საწვავის გაყიდვის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

სპეციალური სტატუსის მქონე კომპანიის მფლობელი, რომელსაც ოკუპირებულ რეგიონში საქმიანობის უფლება აქვს, ამბობს, რომ ჯამში აგვისტო-სექტემბერში აფხაზეთში 1 900 ტონამდე ბენზინი გაყიდეს.

„2026 წლის აგვისტოში აფხაზეთისთვის 1 699 ტონა ბენზინია მიწოდებული. მათ შორის პრემიუმი 1 175 (69%) ტონა, ხოლო რეგულაცია 523 (31%) ტონა. სექტემბერში მიწოდებულია დაახლოებით 176 ტონა პრემიუმის მარკის ბენზინი. ორი თვის ჯამური მოცულობაა დაახლოებით 1875 ტონა.

საწვავზე მოთხოვნა აღარ იყო. დღეს, აფხაზეთში რუსეთიდან შედის ბევრად იაფი, უფრო დაბალი სტანდარტის საწვავი. სადაც უფრო იაფია, იქ ყიდულობენ. აგვისტოში დეფიციტი იყო და ეს დეფიციტი აქაური საწვავის შეტანით შევავსეთ, მაგრამ საქართველოდან მიწოდებული საწვავი გაცილებით ძვირია და რუსულს ფაქტობრივად კონკურენციას ვერ გაუწევს, იმიტომ ჩვენ საწვავს რომ ვყიდით, მის ფასში შედის აქციზიც, რაც ძვირია. გარდა მაგისა, ჩვენთან ევრო 5 არის სტანდარტი. იქ „ევრო 2“ და „ევრო 3“ შედის. რუსეთმა სტანდარტი დასწია დაბლა, მოხსნა სტანდარტზე შეზღუდვები. შესაბამისად, ფასებს შორის ძალიან დიდი სხვაობაა“, - განმარტა გიორგი არველაძემ.

მისივე ინფორმაციით, კომპანია "სოლიდუსი" 2010 წელსაა დაფუძნებული და მისი საქმიანობა ოკუპირებული აფხაზეთში საქონლის მიწოდება წარმოადგენს. საქმიანობა ცალმხრივია.

არველაძე ამბობს, რომ წლების განმავლობაში „სოლიდუსი“ აფხაზეთს აწვდიდა კვების პროდუქტებს, გაყინულ თევზსა და ხორცპროდუქტებს, კომბინირებულ საკვებს, ალკოჰოლურ და უალკოჰოლო სასმელებს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას, ნერგებსა და ყვავილებს, საყოფაცხოვრებო, სამრეწველო და საოჯახო დანიშნულების საქონელს, სატრანსპორტო საშუალებებისთვის განკუთვნილ საპოხ მასალებს - ძრავისა და ტრანსმისიის ზეთებს და სათადარიგო ნაწილებს. ამ საქმიანობის განხორციელებისთვის „სოლიდუსმა“ საქართველოს მთავრობისგან სპეციალური თანხმობა და სპეციალური საწარმოს სტატუსი 2022 წელს მიიღო, რომელიც 2023 წელს 3 წლის ვადით - 2026 წლის 18 ივლისამდე, შემდეგ კი მიმდინარე წლის 11 აგვისტოს 3 თვით გაუხანგრძლივდა. 15 ოქტომბერს მთავრობამ კომპანიას ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელებისთვის სპეციალური საწარმოს სტატუსი კიდევ ერთხელ ამჯერად, 1 წლით გაუხანგრძლივა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აფხაზეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 40 სტატია.

  • ოკუპირებულ აფხაზეთში დრონის ნამსხვრევები აღმოაჩინეს - დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით, სამიზნე სოჭი იყოტვ პირველი
  • გიორგი ჯინჭარაძემ 100 წლის აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანს დაბადების დღე მიულოცაიმედი
  • პუტინმა დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღე” მიულოცაფორმულა
  • პუტინი აფხაზეთს „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს“ ულოცავსნეტგაზეთი
აფხაზეთის →

მსგავსი სტატიები

"მაკდონალდს საქართველოს" შემოსავალი 327 მილიონ ლარამდე გაიზარდა, წმინდა მოგება კი 26.7 მილიონი ლარი იყო

"მაკდონალდს საქართველოს" შემოსავალი 327 მილიონ ლარამდე გაიზარდა, წმინდა მოგება კი 26.7 მილიონი ლარი იყო

BM.GE

₾7.5 მილიონით მეტი წინა წელთან შედარებით - პარკირების დარღვევებისთვის გადახდილი ჯარიმები 69%-ით გაიზარდა

₾7.5 მილიონით მეტი წინა წელთან შედარებით - პარკირების დარღვევებისთვის გადახდილი ჯარიმები 69%-ით გაიზარდა

BM.GE

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა

BM.GE

"ამბასადორი ბათუმი აილენდი" ქვიშა-ხრეშის ულიცენზიოდ მოპოვებისთვის ბიუჯეტში ₾730 ათასს გადაიხდის | განკარგულება

"ამბასადორი ბათუმი აილენდი" ქვიშა-ხრეშის ულიცენზიოდ მოპოვებისთვის ბიუჯეტში ₾730 ათასს გადაიხდის | განკარგულება

BM.GE