მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სადაც მთავრობა ყველაზე აქტიურად ერევა, სწორედ იქ არის ექსპორტის ყველაზე ცუდი შედეგები - ეკონომისტი
სადაც მთავრობა ყველაზე აქტიურად ერევა, სწორედ იქ არის ექსპორტის ყველაზე ცუდი შედეგები - ეკონომისტი

სადაც მთავრობა ყველაზე აქტიურად ერევა, სწორედ იქ არის ექსპორტის ყველაზე ცუდი შედეგები - ეკონომისტი

BM.GE19 ივლისი, 2026, 16:05|bm.ge

საქართველოს ღვინის ექსპორტის დინამიკა ადასტურებს, რომ იქ, სადაც სახელმწიფოს ჩარევა ყველაზე ინტენსიურია, ექსპორტის შედეგები გაცილებით სუსტია, ვიდრე იმ სექტორებში, სადაც ზრდა გარე ფაქტორებით არის განპირობებული. ამის შესახებ ეკონომისტმა რატი წიკლაურმა BMGTV-ის გადაცემაში „ანალიტიკა“ განაცხადა.

მისი შეფასებით, თუ ექსპორტის სტრუქტურას დავაკვირდებით, კარგად ჩანს განსხვავება იმ დარგებს შორის, რომლებზეც გავლენას საერთაშორისო გარემო ახდენს და იმ სფეროებს შორის, სადაც ხელისუფლება აქტიურად ერევა და უჭერს მხარს.

წიკლაურის თქმით, სწორედ ღვინის სექტორია ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი.

„თუ ვნახავთ იმ მიმართულებებს, სადაც ხელისუფლება ყველაზე მეტად არის ჩართული, მაგალითად ღვინის სექტორში, იქ სრულიად განსხვავებული სურათია. ღვინის ექსპორტი სწორედ იმის მაგალითია, რომ მთავრობის აქტიური ჩართულობა ავტომატურად წარმატებულ ექსპორტს არ ნიშნავს.“

ეკონომისტის შეფასებით, მაშინ როდესაც ქვეყნის მთლიანი ექსპორტის ზრდას ძირითადად ავტომობილების რეექსპორტი, ნავთობპროდუქტები და საერთაშორისო ბაზრებზე გაზრდილი ფასები განაპირობებს, ღვინის სექტორი საპირისპირო ტენდენციას აჩვენებს.

„თუ ექსპორტის ზრდა მმართველობის ეფექტიანობის შედეგი იქნებოდა, ეს პირველ რიგში იმ სექტორებში უნდა გამოჩენილიყო, სადაც მთავრობა ყველაზე აქტიურად მუშაობს. რეალურად კი სწორედ იქ ვხედავთ უფრო სუსტ შედეგებს.“

მისი თქმით, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს ექსპორტის ზრდა უმთავრესად საგარეო ფაქტორებითაა განპირობებული და არა ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობით.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 5 თვეში საქართველოში ღვინის ექსპორტი 93.1 მილიონამდე 4.7%-ით შემცირდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შედეგები

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 53 სტატია.

  • მედლები და ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლები | ქართველი ძიუდოისტების შედეგები ლოზანის გრანდ სლემზეტვ პირველი
  • შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის 18:00 საათამდე აბიტურიენტს კიდევ აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი ქულების გათვალისწინებით, საბოლოო ცვლილებები განახორციელოს პროგრამათა რეიტინგულ სიაში - ცენტრი 2026 წლის ეროვნული გამოცდების ფარგლებში ჩარიცხვებთან დაკავშირებით სრულყოფილ ინფორმაციას აქვეყნებსიმედი
  • ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია – საბაკალავრო საფეხურზე 29481 აბიტურიენტი ისწავლისნეტგაზეთი
  • მთავრობის გადაწყვეტილებით, XXV ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მიღწეული შედეგებისა და მონაწილეობისათვის ფულადი პრიზები გაიცემარუსთავი 2
შედეგები →

მსგავსი სტატიები

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

BM.GE

3 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

3 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

BM.GE

Volkswagen-ი გერმანიაში ოთხი ქარხნის დახურვას გეგმავს

Volkswagen-ი გერმანიაში ოთხი ქარხნის დახურვას გეგმავს

BM.GE

"მთავარი ამოცანა იყო შეცვლილ ვითარებაზე სწორი პასუხების გაცემა" - როგორ აისახა გრანტების გაუქმება?

"მთავარი ამოცანა იყო შეცვლილ ვითარებაზე სწორი პასუხების გაცემა" - როგორ აისახა გრანტების გაუქმება?

BM.GE