მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სადაზღვევო სისტემაში მეტი ადამიანის შემოსაყვანად სტიმულების შექმნაა საჭირო - სოფო ლებანიძე
სადაზღვევო სისტემაში მეტი ადამიანის შემოსაყვანად სტიმულების შექმნაა საჭირო - სოფო ლებანიძე

სადაზღვევო სისტემაში მეტი ადამიანის შემოსაყვანად სტიმულების შექმნაა საჭირო - სოფო ლებანიძე

BM.GE2 მაისი, 2026, 18:00|bm.ge

მეორე წელია სადაზღვევო სექტორის შემოსავლები ₾1 მილიარდიან ზღვარს გადასცდა. 2025 წლის შედეგებით კი ინდუსტრიამ 1,4 მილიარდი ლარის პრემია მოიზიდა. ბოლო 10 წლის დინამიკაში სადაზღვევო ბაზრის მოცულობა 300%-იან ზრდას აჩვენებს. როგორც სექტორის ზედამხედველი აღნიშნავს, ბაზარი ინტენსიურად ვითარდება, გასულ წელს სადაზღვევო კომპანიების პორტფელი 12%-ით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველ კვარტალშიც ინდუსტრია 15%-იან ზრდას აჩვენებს.

სადაზღვევო ინდუსტრია ყველაზე მეტ შემოსავალს ტრადიციულად ჯანმრთელობის დაზღვევიდან აგენერირებს. გასული წლის მონაცემებით, დაზღვევის ამ სახეობას ბაზრის 43%-იანი წილი უჭირავს. სამედიცინო დაზღვევის მომსახურებით კი მოსახლეობის 21% სარგებლობს. 2025 წელს ინდუსტრიამ დაზღვევის ამ სახეობიდან 600 მილიონი ლარის პრემია მოიზიდა.

კომპანია „ვაიზერის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბაზრის მეტად ზრდის შესაძლებლობას ინდივიდუალური, საცალო პროდუქტების განვითარებაში ხედავს.

“ვერ ვიტყვით, რომ ინდუსტრია არ იზრდება და არ ვითარდება, თუმცა ჩემი აზრით, ინდუსტრიის განვითარების მდგომარეობა არის იმგვარი, რომ ზრდის უფრო მეტი შესაძლებლობები გვაქვს.

რეალურად ინდუსტრიას გვაქვს ტექნიკური, ინტელექტუალური ყველა შესაძლებლობა, მით უფრო კონკურენცია ბაზარზე არის საკმარისად მაღალი, მომსახურების ხარისხი არის საკმარისად მაღალი და ეს იძლევა იმის საშუალებას და საფუძველს, რომ ინდუსტრია უფრო მეტად გაიზარდოს. უბრალოდ არ არის ზრდის ისეთი ტენდენცია, რომელსაც ჩვენ ვისურვებდით და ალბათ აქ არის ჩასართავი რაღაც ფორმის სტიმულები. ახლა ჩვენთვის მთავარი მიზანი არის ის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი შემოვიყვანოთ სადაზღვევო სისტემაში და ამისათვის საჭიროა რაღაცა სტიმულების შექმნა.

ჩვენ დაზღვევის სისტემაში ვაერთიანებთ უფრო მეტად ადამიანებს, რომლებიც დასაქმების ბაზარზე არიან წარმოდგენილები დიდი კორპორაციების სახით. არიან ადამიანები, ინდივიდები, მაგალითად თვითდასაქმებულები, ფრილანსერები და ა.შ. რომლებიც არ არიან დიდი კორპორაციის წევრები, მაგრამ მათი სამედიცინო რისკები უნდა იყოს დაცული, ხომ?! ანუ რეალურად, ჩვენი აზრით, მთავარი მოტივი დაზღვევის ბიზნესის ზრდის არის ინდივიდუალური საცალო პროდუქტების განვითარება და ყველა იმ ადამიანზე წვდომა, ვისთვისაც შეიძლება რისკის მართვა იყოს მნიშვნელოვანი”,- აცხადებს სოფო ლებანიძე BMG-სთან.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სანამ ჩაკეტილი იქნება ჰორმუზის სრუტე, ნავთობის ფასებზე კრიტიკული ვითარება გვექნება - რატი წიკლაური

სანამ ჩაკეტილი იქნება ჰორმუზის სრუტე, ნავთობის ფასებზე კრიტიკული ვითარება გვექნება - რატი წიკლაური

BM.GE

ავიაციის მსგავსი რაკეტების შექმნის მცდელობაში SpaceX-მა Starship-ზე $15 მილიარდზე მეტი დახარჯა

ავიაციის მსგავსი რაკეტების შექმნის მცდელობაში SpaceX-მა Starship-ზე $15 მილიარდზე მეტი დახარჯა

BM.GE

„შენთვის შერჩეული“ - როგორია "დეილი ჯგუფის" ინიციატივა ფასების შესამცირებლად?

„შენთვის შერჩეული“ - როგორია "დეილი ჯგუფის" ინიციატივა ფასების შესამცირებლად?

BM.GE

წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმება სარწყავი წყლის სტაბილურ მიწოდებას უზრუნველყოფს - გიგლა თამაზაშვილი

წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმება სარწყავი წყლის სტაბილურ მიწოდებას უზრუნველყოფს - გიგლა თამაზაშვილი

BM.GE