მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საექსპორტო სეზონმა გამოკვეთა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების საჭიროება | G&T
საექსპორტო სეზონმა გამოკვეთა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების საჭიროება | G&T

საექსპორტო სეზონმა გამოკვეთა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების საჭიროება | G&T

BM.GE28 სექტემბერი, 2026, 17:24|bm.ge

საექსპორტო სეზონმა გამოკვეთა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების საჭიროება - ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ მიმოხილვაშია აღნიშნული, რომელიც საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სექტორს ეხება.

მიმოხილვის თანახმად, 2026 წლის საექსპორტო სეზონი მაისი-ივლისით შემოიფარგლა. თურქეთში ელექტროენერგიის დაბალმა ფასებმა და სუსტმა მოთხოვნამ გამოიწვია საქართველოდან ექსპორტის რაოდენობის და შესაბამისად საექსპორტო შემოსავლების შემცირება (-54% წ/წ, 10.7 მლნ დოლარი). ამასთან, საქართველოში საჭირო გახდა ჭარბი ჰიდროგენერაციის ტექნიკური შეზღუდვა (Galt & Taggart-ის შეფასებით, დაახლოებით 0.5 ტვტ.სთ, რაც 8 თვის ჯამური განახლებადი გენერაციის 6%-ია).

"ზაფხულის შედეგები საინვესტიციო კლიმატის სისტემის საჭიროებებზე მორგების აუცილებლობას აჩვენებს. ჩვენი აზრით, ახალი პროექტების მხარდაჭერისას, მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს გამომუშავების სეზონურობასა და სისტემის საიმედოობაში მათ წვლილს, რაც CFD-ის პირობებსა და ტარიფებშიც უნდა აისახოს", - აღნიშნულია დოკუმენტში.

2026 წლის 8 თვეში საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი თითქმის 54%-ით შემცირდა და მხოლოდ 236 მლნ კვტ.სთ შეადგინა. სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა აჩვენებს, რომ ექსპორტი მხოლოდ სამი თვე [მაისი, ივნისი და ივლისი] იყო, აგვისტოში ქვეყანას ექსპორტი არ განუხორციელებია მხოლოდ აზერბაიჯანთან ჰქონდა 7 მლნ კვტ.სთ მიმოცვლა.

აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგიის ექსპორტი 2025 წელსაც შემცირდა 51%-ით.

ტრადიციულად მთავარი საექსპორტო ბაზარი თურქეთია. წელს ექსპორტირებული ელექტროენერგიის 70%-ზე მეტი თურქეთში გავიდა. კლების მიზეზი თურქეთში დენზე შემცირებული ფასია, რის გამოც კომპანიებს ექსპორტი არ უღირდათ, ჭარბი გენერაციის პირობებში კი მთავრობას გამომუშავებაზე შეზღუდვის დაწესებაც კი მოუწია, რის გამოც ენერგოკომპანიებმა იზარალეს.

რაც შეეხება შემოსავლებს, საქსტატის ინფორმაციით, საქართველოდან თითქმის 11.5 მლნ დოლარის ღირებულების დენია ექსპორტირებული. 2025 წელთან შედარებით ელექტროენერგიის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები განახევრებულია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სუვერენული ფონდების აქტივები 2030 წლისთვის თითქმის 50%-ით, $22.4 ტრილიონამდე გაიზრდება

სუვერენული ფონდების აქტივები 2030 წლისთვის თითქმის 50%-ით, $22.4 ტრილიონამდე გაიზრდება

BM.GE

ევროკავშირმა ბოლო 10 თვეში რუსეთისაგან $9.6 მილიარდის LNG შეიძინა

ევროკავშირმა ბოლო 10 თვეში რუსეთისაგან $9.6 მილიარდის LNG შეიძინა

BM.GE

Reuters-ის ინფორმაციით, Nvidia-ს ყოფილ გენერალურ დირექტორს კიდევ ერთ თანამშრომელთან ჰქონდა რომანტიკული ურთიერთობა

Reuters-ის ინფორმაციით, Nvidia-ს ყოფილ გენერალურ დირექტორს კიდევ ერთ თანამშრომელთან ჰქონდა რომანტიკული ურთიერთობა

BM.GE

აჭარის ნარჩენების მართვის პროექტის დაფინანსება 11-ჯერ იზრდება - როდის ამოქმედდება ახალი ნაგავსაყრელი?

აჭარის ნარჩენების მართვის პროექტის დაფინანსება 11-ჯერ იზრდება - როდის ამოქმედდება ახალი ნაგავსაყრელი?

BM.GE