
საერთაშორისო ტურისტული გამოფენები, რომლებშიც წელს საქართველო მონაწილეობს - ჩამონათვალი
საქართველოს მთავრობის #2156 განკარგულებით, ცვლილება შევიდა საერთაშორისო ტურისტული გამოფენების ჩამონათვალში, რომლებშიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მონაწილეობს.
განახლებული ფორმით ჩამოყალიბებული სია 16 გამოფენას მოიცავს მანამდე არსებული 17 ღონისძების ნაცვლად. ჩამონათვალიდან ამოღებულია ორი გამოფენა - Ferien (ვენა, ავსტრია) და Natas (სინგაპური), დამატებულია IFTM Top Resa (პარიზი, საფრანგეთი).
ცვლილება განკარგულების დანართს ეხება, რომელიც ტურიზმის ადმინისტრაციას შესაბამისი ღონისძიებებისთვის გამარტივებული შესყიდვის უფლებას აძლევს.
საერთაშორისო ტურისტული გამოფენების განახლებული ჩამონათვალი ასეთია:
№ გამოფენა / ადგილი თარიღი 1 Vakantiebeurs, უტრეხტი, ნიდერლანდები 2026 წლის პირველი კვარტალი 2 FITUR მადრიდი, ესპანეთის სამეფო 2026 წლის პირველი კვარტალი 3 New York Travel & Advanture Show, ნიუ იორკი, ამერიკის შეერთებული შტატები 2026 წლის პირველი კვარტალი 4 OTM, მუმბაი, ინდოეთის რესპუბლიკა 2026 წლის პირველი კვარტალი 5 IMTM თელ-ავივი, ისრაელის სახელმწიფო 2026 წლის პირველი კვარტალი 6 ITB Berlin ბერლინი, გერმანია 2026 წლის პირველი კვარტალი 7 ATM დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები 2026 წლის მესამე კვარტალი 8 ITB China შანხაი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა (მასპინძელი) 2026 წლის მეორე კვარტალი 9 SITF სეული, კორეის რესპუბლიკა 2026 წლის მეორე კვარტალი 10 JATA იაპონია 2026 წლის მესამე კვარტალი 11 TTG TRAVEL რიმინი, იტალია 2026 წლის მეოთხე კვარტალი 12 WTM ლონდონი, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო 2026 წლის მეოთხე კვარტალი 13 Imex Frankfurt, ფრანკფურტი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა 2026 წლის მეორე კვარტალი 14 ibtm World, ბარსელონა, ესპანეთის სამეფო 2026 წლის მეოთხე კვარტალი 15 Expo Batumi 2026 წლის მეორე კვარტალი 16 IFTM Top Resa პარიზი, საფრანგეთის რესპუბლიკა 2026 წლის მესამე კვარტალი
BM.GE
წყარო: bm.ge