მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საფლავის მოპირკეთების დაპირებით ₾10 300-ის მოტყუებით მითვისების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს - შსს
საფლავის მოპირკეთების დაპირებით ₾10 300-ის მოტყუებით მითვისების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს - შსს

საფლავის მოპირკეთების დაპირებით ₾10 300-ის მოტყუებით მითვისების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს - შსს

BM.GE19 ივლისი, 2026, 15:52|bm.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაზარალებულს გარდაცვლილი მეუღლის საფლავის მოპირკეთებას დაჰპირდა. გამოძიების ვერსიით, მან დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით დაზარალებულს 10 300 ლარი გამოართვა, თუმცა შეთანხმებული სამუშაოები არ შეასრულა.

დაკავება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით თაღლითობას გულისხმობს და 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებით

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 112 სტატია.

  • პროკურატურამ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინაიმედი
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავესფორმულა
  • “სამძიმარზეც იმყოფებოდა” - ნასაკირალში 63 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით პენსიონერის მეზობელი დააკავესტვ პირველი
  • დაურ ბუავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში,პროკურატურამ ბრალდება კიდევ 2 პირს წარუდგინარუსთავი 2
ბრალდებით →

მსგავსი სტატიები

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

BM.GE

3 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

3 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

BM.GE

Volkswagen-ი გერმანიაში ოთხი ქარხნის დახურვას გეგმავს

Volkswagen-ი გერმანიაში ოთხი ქარხნის დახურვას გეგმავს

BM.GE

"მთავარი ამოცანა იყო შეცვლილ ვითარებაზე სწორი პასუხების გაცემა" - როგორ აისახა გრანტების გაუქმება?

"მთავარი ამოცანა იყო შეცვლილ ვითარებაზე სწორი პასუხების გაცემა" - როგორ აისახა გრანტების გაუქმება?

BM.GE