მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საფონდო ბირჟაზე სესიის გახსნამდე SpaceX-მა ინსტიტუციური ინვესტორებისგან $75 მილიარდი მოიზიდა
საფონდო ბირჟაზე სესიის გახსნამდე SpaceX-მა ინსტიტუციური ინვესტორებისგან $75 მილიარდი მოიზიდა

საფონდო ბირჟაზე სესიის გახსნამდე SpaceX-მა ინსტიტუციური ინვესტორებისგან $75 მილიარდი მოიზიდა

BM.GE12 ივნისი, 2026, 17:37|bm.ge

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე სესიის გახსნამდე ინსტიტუციური ინვესტორებისგან $75 მილიარდი მოიზიდა.

ფასიანი ქაღალდების კომისიაში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, ილონ მასკის კომპანიამ 555.6 მილიონი აქცია გამოუშვა და თითოეული მათგანი $135-ად შეაფასა. ამ გადაწყვეტილებამ ბრენდის საერთო საბაზრო ღირებულება სესიის დაწყებამდე $1.77 ტრილიონამდე უკვე გაზარდა. იმის გათვალისწინებით, რომ სხვადასხვა პლატფორმაზე ერთი აქციის ღირებულება უკვე 180 დოლარსაც აჭარბებს, ანალიტიკოსები მოელიან, რომ სესიის მიწურულს კომპანიის კაპიტალიზაცია $2.3 ტრილიონს მიაღწევს და ტაივანურ გიგანტ TSMC-საც გადაუსწრებს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ამ წუთისთვის დაფიქსირებული მაჩვენებლით SpaceX-ი საფონდო ბირჟაზე უკვე გადაუსწრო მასკის მეორე კომპანია Tesla-ს და აშშ-ის ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიებს შორის მეშვიდე პოზიციაზეა. შეგახსენებთ, კომპანიის აქციების საჯარო ვაჭრობა Nasdaq-ის ბირჟაზე დღეს, საქართველოს დროით 17:30-დან დაიწყება და ის SPCX სიმბოლოთი იქნება წარმოდგენილი.

ცნობისთვის, კომპანია SpaceX-ი 2002 წელს მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა დააფუძნა.

ამჟამინდელი მონაცემებით, კომპანიის შემოსავალი პირველ კვარტალში $4.69 მილიარდს შეადგენდა, რაც გასული გასული წლის ანალოგიურ პერიოდს თითქმის ნახევარი მილიარდით უსწრებს და წლიურ ჭრილში 15%-იან ზრდაზე მიუთითებს. მიუხედავად ამისა, კომპანია მიმდინარე ეტაპზე ფინანსურ ზარალს განიცდის. პირველ კვარტალში წმინდა ზარალმა $4.28 მილიარდი შეადგინა, 2025 წელს კი ეს მაჩვენებელი გაცილებით მძიმე, $4.94 მილიარდი იყო. ამჟამად კომპანია ყველაზე მეტ რესურსს AI-ს განვითარებაზე ხარჯავს. კომპანიის კაპიტალურმა ხარჯებმა პირველ კვარტალში $10.1 მილიარდს მიაღწია, საიდანაც უდიდესი ნაწილი, $7.7 მილიარდი სწორედ ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე დაიხარჯა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE