მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საფრანგეთის პრემიერმა არეულობის აღსაკვეთად ნაწილობრივი კომენდანტის საათი დააწესა
საფრანგეთის პრემიერმა არეულობის აღსაკვეთად ნაწილობრივი კომენდანტის საათი დააწესა

საფრანგეთის პრემიერმა არეულობის აღსაკვეთად ნაწილობრივი კომენდანტის საათი დააწესა

BM.GE20 ოქტომბერი, 2026, 17:55|bm.ge

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნიუმ შაბათ-კვირას გამართული მასობრივი აქციების ფონზე მომხდარი ძარცვისა და არეულობის აღსაკვეთად, ადგილობრივ ხელისუფლებას ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესება დაავალა.

შეზღუდვები ლიონში, ნიცასა და ლილში უკვე ამოქმედდა, პარიზის ცალკეულ უბნებში კი გადაადგილების შეზღუდვასთან ერთად დემონსტრაციებიც აიკრძალა.

ლეკორნიუს განმარტებით, ეს ზომა მიზნად მოსახლეობის, კერძო საკუთრებისა და ბიზნესის დაცვას ისახავს. მცირე ბიზნესის მინისტრის, სერჟ პაპენის განცხადებით, მთავრობა სპეციალურ ფონდს შექმნის და არეულობის შედეგად დაზარალებულ 3,000-მდე ადგილობრივ საწარმოს ფინანსურ დახმარებას გაუწევს.

აღსანიშნავია, რომ შაბათის ქაოსის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, თუმცა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

თავად მაკრონმა კვირას საღამოს სატელევიზიო მიმართვით საზოგადოების დამშვიდება სცადა, მაგრამ პოლიტიკურმა სპექტრმა მისი გამოსვლა არასაკმარისად შეაფასა.

თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრი ლეკორნიუ პარტიების ლიდერებსა და პრეზიდენტობის კანდიდატებს შეხვდება, რათა წინასაარჩევნო კამპანიის უსაფრთხოდ ჩატარების გზები და პოლიციის ტაქტიკის რეფორმირების საკითხები განიხილოს. როგორც ირკვევა, მთავრობა ცდილობს, არსებული კრიზისი გაზაფხულის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ფართომასშტაბიან მოძრაობაში არ გადაიზარდოს.

რაც შეეხება ძალადობის ორგანიზატორებს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და უნგრელმა პოლიტიკოსმა, პეტერ მადიარმა არეულობაში იმიგრანტები დაადანაშაულეს, საფრანგეთის მთავრობამ კი დაზვერვის ანალიზზე დაყრდნობით ხელი ეგრეთ წოდებული "ულტრამემარცხენე" მოძრაობებისკენ გაიშვირა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ეკონომიკის განვითარების კორპორაციას ენერგეტიკის განვითარების ფონდიც შეუერთდება - ირაკლი კობახიძე

ეკონომიკის განვითარების კორპორაციას ენერგეტიკის განვითარების ფონდიც შეუერთდება - ირაკლი კობახიძე

BM.GE

აშშ-ის სამთავრობო სისტემებში ჩინური DeepSeek AI-ის გამოყენება აიკრძალა

აშშ-ის სამთავრობო სისტემებში ჩინური DeepSeek AI-ის გამოყენება აიკრძალა

BM.GE

ჩვენი პრიორიტეტია, თითოეულმა მეწარმემ იგრძნოს სახელმწიფოს მუდმივი მხარდაჭერა | პრემიერი

ჩვენი პრიორიტეტია, თითოეულმა მეწარმემ იგრძნოს სახელმწიფოს მუდმივი მხარდაჭერა | პრემიერი

BM.GE

მსხვილ ენერგოპროექტებში შესვლა, სესხების გაცემა და ბიზნესებში წილობრივი მონაწილეობა - რა მანდატი ექნება ეკონომიკის განვითარების კორპორაციას?

მსხვილ ენერგოპროექტებში შესვლა, სესხების გაცემა და ბიზნესებში წილობრივი მონაწილეობა - რა მანდატი ექნება ეკონომიკის განვითარების კორპორაციას?

BM.GE