მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საგამოძიებო სამსახურის 4 რეგიონულ სამმართველოს ახალი ხელმძღვანელები ჰყავს
საგამოძიებო სამსახურის 4 რეგიონულ სამმართველოს ახალი ხელმძღვანელები ჰყავს

საგამოძიებო სამსახურის 4 რეგიონულ სამმართველოს ახალი ხელმძღვანელები ჰყავს

BM.GE28 სექტემბერი, 2026, 20:16|bm.ge

საგამოძიებო სამსახურის თბილისის და რეგიონულ საამმართველოებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავთ, რომლებიც თანამშრომლებს მერაბ გამყრელიძემ წარუდგინათ.

მერაბ გამყრელიძის გადაწყვეტილებით, საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარ სამმართველოს, ასევე კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის რეგიონულ სტრუქტურულ დანაყოფებს ახალი ხელმძღვანელები ეყოლებათ.

საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსად გიორგი ხარშილაძე დაინიშნა, კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსად - გიორგი ჯავახიშვილი, მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს უფროსად - გიორგი კორსანტია, ხოლო ქვემო ქართლის სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელად - პაატა გორდაშვილი.

შეხვედრის ფარგლებში, მერაბ გამყრელიძემ რეგიონული დანაყოფების ახლად დანიშნულ ხელმძღვანელებთან ერთად იმსჯელა საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის გამოვლენის, ეფექტიანი გამოძიებისა და დანაშაულის პრევენციის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე. მან ასევე ისაუბრა სამსახურის გაძლიერებისა და განვითარების სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე. საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ახლად დანიშნულ ხელმძღვანელებს შესაბამისი დავალებები მისცა.

შეხვედრას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სუვერენული ფონდების აქტივები 2030 წლისთვის თითქმის 50%-ით, $22.4 ტრილიონამდე გაიზრდება

სუვერენული ფონდების აქტივები 2030 წლისთვის თითქმის 50%-ით, $22.4 ტრილიონამდე გაიზრდება

BM.GE

ევროკავშირმა ბოლო 10 თვეში რუსეთისაგან $9.6 მილიარდის LNG შეიძინა

ევროკავშირმა ბოლო 10 თვეში რუსეთისაგან $9.6 მილიარდის LNG შეიძინა

BM.GE

Reuters-ის ინფორმაციით, Nvidia-ს ყოფილ გენერალურ დირექტორს კიდევ ერთ თანამშრომელთან ჰქონდა რომანტიკული ურთიერთობა

Reuters-ის ინფორმაციით, Nvidia-ს ყოფილ გენერალურ დირექტორს კიდევ ერთ თანამშრომელთან ჰქონდა რომანტიკული ურთიერთობა

BM.GE

აჭარის ნარჩენების მართვის პროექტის დაფინანსება 11-ჯერ იზრდება - როდის ამოქმედდება ახალი ნაგავსაყრელი?

აჭარის ნარჩენების მართვის პროექტის დაფინანსება 11-ჯერ იზრდება - როდის ამოქმედდება ახალი ნაგავსაყრელი?

BM.GE