მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სახაზინო ობლიგაციების ბაზარს საქართველოში ზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს - სებ
სახაზინო ობლიგაციების ბაზარს საქართველოში ზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს - სებ

სახაზინო ობლიგაციების ბაზარს საქართველოში ზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს - სებ

BM.GE16 სექტემბერი, 2026, 01:30|bm.ge

საქართველოს ეროვნული ბანკის კაპიტალის ბაზრის მიმოხილვის თანახმად, სახაზინო ობლიგაციების ბაზარს საქართველოში ზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია.

"კორპორაციული ობლიგაციებისა და სახაზინო ობლიგაციების ბაზრებს შორის არსებობს დადებითი ექსპონენციალური ურთიერთკავშირი.

თუ ვივარაუდებთ, რომ განვითარებად ქვეყნებში არსებული ტენდენცია სახაზინო და კორპორაციული ობლიგაციების ბაზრებს შორის ოპტიმალურ თანაფარდობას ასახავს, 2025 წლის ბოლოს საქართველოში სახაზინო ობლიგაციების მოცულობა მშპ-ის დაახლოებით 44%-ს უნდა შეადგენდეს, რაც ფაქტობრივ 11%-იან მაჩვენებელს დაახლოებით ოთხჯერ აღემატება",- წერია მიმოხილვაში.

მიმოხილვაში ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პარალელურად მოსალოდნელია ქართული კომპანიების ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციების ბაზარზე დაბრუნება.

ადგილობრივი სახაზინო ობლიგაციების ნაშთი 2025 წლის ბოლოს არსებული 11.4 მილიარდი ლარიდან 2026 მეორე კვარტალის ბოლოს 12.4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. 2025 წლის ბოლოს ბაზრის ზომა მშპ-ს დაახლოებით 11%-ს შეადგენდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Chevron-ისა და Exxon-ის ფინანსურმა შედეგებმა მოლოდინებს გადააჭარბა

Chevron-ისა და Exxon-ის ფინანსურმა შედეგებმა მოლოდინებს გადააჭარბა

BM.GE

რატომ გადაწყვიტა Microsoft-მა $25 მილიარდის ვალის აღება?

რატომ გადაწყვიტა Microsoft-მა $25 მილიარდის ვალის აღება?

BM.GE

100 ტონა ნუში, 270 ტონა მოცვი და 2000-მდე გაზრდილი სამუშაო ადგილი - "მკისას" შედეგებსა და გეგმებზე

100 ტონა ნუში, 270 ტონა მოცვი და 2000-მდე გაზრდილი სამუშაო ადგილი - "მკისას" შედეგებსა და გეგმებზე

BM.GE

როგორ მიიღო შვეიცარიის ეროვნულმა ბანკმა $23-მილიარდიანი მოგება?

როგორ მიიღო შვეიცარიის ეროვნულმა ბანკმა $23-მილიარდიანი მოგება?

BM.GE