მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სახელმწიფო ელექტროსისტემა 3 გადამცემი ხაზის რეკონსტრუქციისთვის ₾66 მილიონიან ტენდერს აცხადებს
სახელმწიფო ელექტროსისტემა 3 გადამცემი ხაზის რეკონსტრუქციისთვის ₾66 მილიონიან ტენდერს აცხადებს

სახელმწიფო ელექტროსისტემა 3 გადამცემი ხაზის რეკონსტრუქციისთვის ₾66 მილიონიან ტენდერს აცხადებს

BM.GE8 ივნისი, 2026, 15:30|bm.ge

სახელმწიფო ელექტროსისტემამ სამი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა-რეკონსტრუქციისთვის 66 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

კერძოდ, შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, 65 963 611 ლარად უნდა მოხდეს შემდეგი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა: არსებული 220 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების, „ლიახვი“-სა და „ურბნისი“-ს, გაორჯაჭვიანება (ახალი 220 კვ ეგხ „ლიახვი 1-2“ და 220 კვ ეგხ „ურბნისი“) და არსებული 220 კვ ძაბვის ეგხ „ლომისი“-ს რეკონსტრუქცია-გაორჯაჭვიანება (ახალი 220 კვ ეგხ „ლომისი 1-2“).

ტენდერში შერჩეული კომპანია ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის ვადაში სამივე ელექტროგადამცემ ხაზთან მიმართებით უზრუნველყოს სამშენებლო სამუშაოების დასრულება და ტესტირების რეჟიმში გაშვება. შერჩეულმა კომპანიამ ამას გარდა, უნდა უზრუნველყოს სამივე გადამცემი ხაზის ექსპლუატაციაში მიღება, სამშენებლო სამუშაოების დასრულებიდან 6 თვის ვადაში.

ტენდერში მონაწილეობაზე წინადადების მიღება 4 ივლისს დაიწყება და 9 ივლისს დამთავრდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE