მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე“ - პროკურორის თქმით, ასე უხსნიდა რომეო მიქაუტაძე ბიზნესმენებს ლილუაშვილისთვის ფულის გადაცემას
„სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე“ - პროკურორის თქმით, ასე უხსნიდა რომეო მიქაუტაძე ბიზნესმენებს ლილუაშვილისთვის ფულის გადაცემას

„სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე“ - პროკურორის თქმით, ასე უხსნიდა რომეო მიქაუტაძე ბიზნესმენებს ლილუაშვილისთვის ფულის გადაცემას

BM.GE17 აგვისტო, 2026, 19:43|bm.ge

სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორი მარიამ ბერძენიშვილი ამბობს, რომ რომეო მიქაუტაძე ბიზნესმენებს ლილუაშვილთან გადასაცემ ფულზე ეუბნებოდა, რომ ეს "სახელმწიფო ინტერესებიდან" გამომდინარე ხდებოდა.

"როგორც მოწმემ (რომეო მიქაუტაძემ) განაცხადა, ბიზნესმენებს ის განუმარტავდა, რომ ეს იყო სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. ეს დაკითხვისას ერთ-ერთმა ბიზნესმენმაც დაადასტურა. ეს მოცემულობა შეფუთული იყო სახელმწიფო ინტერესით, თუმცა ეს იყო მხოლოდ სახელწოდება და რა თქმა უნდა, ცხადზე ცხადი იყო ამ პროცესში ჩართული ყველა პირისთვის, რომ ეს ყოველივე არანაირ სახელმწიფო ინტერესს არ ემსახურებოდა“, - თქვა ბერძენიშვილმა.

პროკურორმა პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს ასევე უთხრა, რომ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე მიდიოდა გრიგოლ ლილუაშვილთან და კაბინეტში გადასცემდა ამ თანხას.

„დაკითხულია ერთ-ერთი ბიზნესმენი, რომელმაც შინაარსობრივად, არსობრივად და აზრობრივად ზუსტად ის ინფორმაცია დააფიქსირა სასამართლოს წინაშე, რაზეც ისაუბრა გასულ პროცესზე მოწმე რომეო მიქაუტაძემ. შესაბამისად, რომეო მიქაუტაძის მოწოდებული ინფორმაციის სისწორეს და სანდოობას, ერთ-ერთი გარემოება ეს არის, რაც ამყარებს. გარდა ამისა, როდესაც საუბარია პერიოდზე, როცა თანხა გადაეცა უშუალოდ გრიგოლ ლილუაშვილს რომეო მიქაუტაძისგან, ამ კუთხით გამოთხოვილია შესაბამისი კომპანიებიდან ინფორმაცია და მათი მობილური ტელეფონის და ინტერნეტ ტრაფიკების შესწავლით დადგენილია, რომ ისინი ერთი და იგივე პერიოდში ერთი და იგივე ადგილას იმყოფებოდნენ. გარდა ამისა, ბრალდების მხარეს გამოთხოვილი აქვს დოკუმენტაცია ასევე იმ საკითხებზე, რაც ეხებოდა ქრთამის გადაცემის ფაქტს.

მოწმემ ასევე ისაუბრა იმაზე, რომ საშვის შემოწმების და სხვა პროცედურების გავლით ადიოდა შესაბამის კაბინეტამდე. სხვათა შორის, ამ მიმართულებით დაკითხულნი არიან სხვა პირები, რომლებიც მანამდე ნამყოფი იყვნენ უშუალოდ გრიგოლ ლილუაშვილთან, მათი ასვლის პროცედურა რაც არის... ასევე დაცვის წევრების მიერ ფიქსირდება ასვლის პროცედურა, რომ ეს არ ხდებოდა აუცილებლად საშვით, გაჩხრეკით და ა.შ. ანუ ეს იყო სრულად ბრალდებულზე დამოკიდებული, როგორ აიყვანდა მასთან ვიზიტორს. შესაბამისად, ეს გარემოებები და კიდევ ბევრი სხვა ფაქტობრივი მოცემულობაა, რაც სწორედაც ამყარებს დღეს დასაკითხი მოწმის (რომეო მიქაუტაძის) მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.

როგორც მოწმემ (რომეო მიქაუტაძემ) განაცხადა, ბიზნესმენებს ის განუმარტავდა, რომ ეს იყო სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. ეს დაკითხვისას ერთ-ერთმა ბიზნესმენმაც დაადასტურა. ეს მოცემულობა შეფუთული იყო სახელმწიფო ინტერესით, თუმცა ეს იყო მხოლოდ სახელწოდება და რა თქმა უნდა, ცხადზე ცხადი იყო ამ პროცესში ჩართული ყველა პირისთვის, რომ ეს ყოველივე არანაირ სახელმწიფო ინტერესს არ ემსახურებოდა“, - განაცხადა ბერძენიშვილმა, რომლის კომენტარსაც "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი ღარიბაშვილი

დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი ღარიბაშვილი

BM.GE

რაში დაიხარჯება თელავის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის გამოყოფილი ნახევარი მილიონი?

რაში დაიხარჯება თელავის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის გამოყოფილი ნახევარი მილიონი?

BM.GE

შემოწმებული 50 ნიმუშიდან აკრძალული საღებავი მხოლოდ ქობულეთში წარმოებულ სვანურ მარილს აღმოაჩნდა - სეს

შემოწმებული 50 ნიმუშიდან აკრძალული საღებავი მხოლოდ ქობულეთში წარმოებულ სვანურ მარილს აღმოაჩნდა - სეს

BM.GE

გორის საკრებულოს „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი სოსო მუმლაძე თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

გორის საკრებულოს „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი სოსო მუმლაძე თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

BM.GE