მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გორის საკრებულოს „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი სოსო მუმლაძე თაღლითობის ბრალდებით დააკავეს
გორის საკრებულოს „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი სოსო მუმლაძე თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

გორის საკრებულოს „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი სოსო მუმლაძე თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

BM.GE17 აგვისტო, 2026, 19:11|bm.ge

გორის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი და რაიონის ყოფილი გამგებელი იოსებ მუმლაძე თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „ქართლის ამბები“ ავრცელებს, რასაც პროკურატურაშიც ადასტურებენ.

უწყების ცნობით, მუმლაძეს ბრალი თაღლითობის მუხლით წაუყენეს და მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

საქმის ოფიციალური დეტალები ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა, გამოცემის ცნობით, დაკავებულს მოქალაქეებმა მშენებლობასთან დაკავშირებული თანხების მითვისების ფაქტზე უჩივლეს.

bm.ge დამატებით დეტალებს სამართალდამცავ უწყებებთან არკვევს.

ვინ არის იოსებ მუმლაძე?

მუმლაძე ფართო საზოგადოებამ 2020 წელს მას შემდეგ გაიცნო, რაც მუმლაძე "ქართული ერთადერთი წარმომადგენელი იყო, რომელმაც ბელარუსში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საჯარო პოზიცია დააფიქსირა. მან Facebook-ის პირად გვერდზე ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც მალევე წაშალა. თუმცა, პოსტის სქრინშოტები სოციალურ ქსელში გავრცელდა და მუმლაძის განცხადებას, განსაკუთრებით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან, კრიტიკა მოჰყვა.

იოსებ მუმლაძე გორის მუნიციპალიტეტის ბოლო მოწვევის საკრებულოში 2017 წელს ძევერის თემიდან მაჟორიტარად აირჩიეს. მანამდე, 2003 წლიდან, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის, გუნდის წევრი იყო და აქტიურად მონაწილეობდა ვარდების რევოლუციის პროცესში. ამ პერიოდში მუმლაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებით

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 122 სტატია.

  • ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 1 პირი დააკავესრუსთავი 2
  • ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 2 პირი დააკავეს - 1 არასრულწლოვანიაფორმულა
  • პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავაიმედი
  • ყველაფერი სიცრუეა - იოსებ სიგუა ბრალდებებს "პირველებთან" პასუხობსტვ პირველი
ბრალდებით →ოცნების →

მსგავსი სტატიები

შემოწმებული 50 ნიმუშიდან აკრძალული საღებავი მხოლოდ ქობულეთში წარმოებულ სვანურ მარილს აღმოაჩნდა - სეს

შემოწმებული 50 ნიმუშიდან აკრძალული საღებავი მხოლოდ ქობულეთში წარმოებულ სვანურ მარილს აღმოაჩნდა - სეს

BM.GE

„სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე“ - პროკურორის თქმით, ასე უხსნიდა რომეო მიქაუტაძე ბიზნესმენებს ლილუაშვილისთვის ფულის გადაცემას

„სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე“ - პროკურორის თქმით, ასე უხსნიდა რომეო მიქაუტაძე ბიზნესმენებს ლილუაშვილისთვის ფულის გადაცემას

BM.GE

ივლისის ჩათვლით ეროვნული ბანკის წმინდა სავალუტო შესყიდვებმა $5 მლრდ შეადგინა - TBC Capital

ივლისის ჩათვლით ეროვნული ბანკის წმინდა სავალუტო შესყიდვებმა $5 მლრდ შეადგინა - TBC Capital

BM.GE

ტოკენიზაცია საქართველოსთვის გლობალურ ეკოსისტემაში ძლიერი პოზიციით ინტეგრირების ბერკეტია - ლევან ბოძაშვილის ანალიზი

ტოკენიზაცია საქართველოსთვის გლობალურ ეკოსისტემაში ძლიერი პოზიციით ინტეგრირების ბერკეტია - ლევან ბოძაშვილის ანალიზი

BM.GE