მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სახელმწიფოს ჩარიცხული დეკრეტული შვებულების თანხა ყადაღას არ დაექვემდებარება - კანონპროექტი
სახელმწიფოს ჩარიცხული დეკრეტული შვებულების თანხა ყადაღას არ დაექვემდებარება - კანონპროექტი

სახელმწიფოს ჩარიცხული დეკრეტული შვებულების თანხა ყადაღას არ დაექვემდებარება - კანონპროექტი

BM.GE15 სექტემბერი, 2026, 22:00|bm.ge

მოვალე ორსულის/მშობლის მიმართ სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისას, სახელმწიფოს მხრიდან ჩარიცხული დეკრეტული შვებულების თანხა (2000 ლარი) ხელშეუხებელი იქნება. შესაბამისი ცვლილებები „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონშია დაგეგმილი.

აღნიშნული კომპონენტი დაემატება იმ ქონების ჩამონათვალს, რომელიც არ ექვემდებარება ყადაღას.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, საკანონმდებლო ცვლილების შედეგად: უზრუნველყოფილი იქნება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო გაცემული ფულადი დახმარების სამართლებრივი დაცვა აღსრულების პროცესში; დაცული იქნება მშობლისა და განსაკუთრებით ახალშობილი ბავშვის საბაზისო სოციალური და ეკონომიკური ინტერესები; შემცირდება მცირეშემოსავლიანი ოჯახების ფინანსური მოწყვლადობა ბავშვის დაბადების პერიოდში; აღსრულების პროცესში უზრუნველყოფილი იქნება სამართლიანობის, პროპორციულობისა და ინტერესთა ბალანსის პრინციპების ეფექტიანი რეალიზაცია; გაძლიერდება სოციალური დაცვის მექანიზმები და სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის ეფექტიანობა; ხელი შეეწყობა ოჯახის მხარდაჭერას და ბავშვის კეთილდღეობის გაუმჯობესებას.

კანონპროექტის ავტორები/ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, ზაზა ლომინაძე, ალუდა ღუდუშაური, სავალან მირზოევი, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ფაღავა, სუმბატ კიურეღიანი, ზურაბ ქადაგიძე, ანტონ ობოლაშვილი, ირმა ზავრადაშვილი, რიმა ბერაძე, მარიამ ლაშხი.

პარლამენტმა კანონის პროექტი დღეს 15 სექტემბერს განიხილა და პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველომ „GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს“ უმასპინძლა

საქართველომ „GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს“ უმასპინძლა

BM.GE

აშშ-მა ისტორიაში პირველად დაადასტურა, რომ ორბიტაზე კოსმოსური იარაღი განათავსა

აშშ-მა ისტორიაში პირველად დაადასტურა, რომ ორბიტაზე კოსმოსური იარაღი განათავსა

BM.GE

ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლა მკვეთრად შემცირდა

ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლა მკვეთრად შემცირდა

BM.GE

საქართველოს საჯარო კორპორაციული ობლიგაციების ბაზარმა ₾2.74 მილიარდს მიაღწია - სებ

საქართველოს საჯარო კორპორაციული ობლიგაციების ბაზარმა ₾2.74 მილიარდს მიაღწია - სებ

BM.GE