მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სახელმწიფოს და საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით, კიდევ უფრო ძლიერი ფიტოსანიტარიული სისტემის ჩამოყალიბებას შევძლებთ - სონღულაშვილი
სახელმწიფოს და საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით, კიდევ უფრო ძლიერი ფიტოსანიტარიული სისტემის ჩამოყალიბებას შევძლებთ - სონღულაშვილი

სახელმწიფოს და საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით, კიდევ უფრო ძლიერი ფიტოსანიტარიული სისტემის ჩამოყალიბებას შევძლებთ - სონღულაშვილი

BM.GE8 ივნისი, 2026, 14:00|bm.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოს და საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით, კიდევ უფრო ძლიერი ფიტოსანიტარიული სისტემის ჩამოყალიბება გახდება შესაძლებელი. ამის შესახებ დავით სონღულაშვილმა სამეცნიერო კონფერენციაზე „კლიმატური პირობები - გამოწვევები მცენარეთა დაცვაში“ მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა კლიმატის ცვლილების ფონზე მცენარეთა მავნებლებისა და დაავადებების გავრცელების მზარდ რისკებზე და აღნიშნა, რომ, თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ძლიერი და ეფექტიანი ფიტოსანიტარიული სისტემის განვითარებას.

„მავნე ორგანიზმები ყოველწლიურად მსოფლიო სასოფლო-სამეურნეო წარმოების 20-40%-ის დაკარგვას იწვევს, რაც კიდევ უფრო ზრდის ეფექტიანი ფიტოსანიტარიული სისტემების მნიშვნელობას. ჩვენი ამოცანაა, ფერმერებს შევუქმნათ უსაფრთხო გარემო წარმოებისთვის, მომხმარებლებს მივაწოდოთ უვნებელი პროდუქცია და საერთაშორისო ბაზრებზე გავაძლიეროთ ქართული აგროსასურსათო პროდუქციის სანდოობა. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო აქტიურად უწყობს ხელს ფიტოსანიტარიული პროცესების გაჯანსაღებისთვის შექმნილი პროგრამების განხორციელებას. დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფოსა და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ კიდევ უფრო ძლიერი, თანამედროვე და ეფექტიანი ფიტოსანიტარიული სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც არსებულ გამოწვევებს სათანადოდ უპასუხებს”, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

სამუშაო სესიების ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს მცენარეთა დაცვის ღონისძიებების დროული განხორციელების, პესტიციდების ეფექტიანი და მიზნობრივი გამოყენების, ასევე კლიმატური ცვლილებების პირობებში ფიტოსანიტარიული რისკების მართვის საკითხები.

გაიმართა პროფესიული დისკუსია და განისაზღვრა ის კომპლექსური ღონისძიებები, რომლებიც კლიმატური გამოწვევების პირობებში მცენარეთა დაცვის სისტემის გაძლიერებას და აგროსექტორის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი, რომელმაც მონაწილეებს მცენარეთა დაცვის სახელმწიფო პროგრამების მიმდინარეობა, მავნე ორგანიზმებთან ბრძოლის მიმართულებით მიღწეული შედეგები და არსებული გამოწვევები გააცნო.

აღსანიშნავია, რომ საქართველო 2007 წლიდან მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის (IPPC) წევრია, ხოლო 2016 წლიდან, ევროპის და ხმელთაშუა ზღვის მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO) წევრი ქვეყანაა, რაც საერთაშორისო სტანდარტებზე ხელმისაწვდომობასა და მათი ეროვნულ დონეზე დანერგვის შესაძლებლობას უზრუნველყოფს.

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, საქართველო აქტიურად ახორციელებს ფიტოსანიტარიული კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროპულ რეგულაციებთან. მცენარეთა დაცვის სფეროში უკვე მიმდინარეობს 80-მდე ნორმატიული აქტის ეროვნულ კანონმდებლობაში ასახვა, რაც ქვეყნის ფიტოსანიტარიული სისტემის გაძლიერებას და საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობას ემსახურება.

სამეცნიერო კონფერენციაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი, დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები, მეცნიერები, აგროსექტორის სპეციალისტები და ფერმერები მონაწილეობდნენ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"დადებითად შეფასდა ქვეყნების სექტორული თანამშრომლობა" - მაკა ბოჭორიშვილი თურქ კოლეგას შეხვდა

"დადებითად შეფასდა ქვეყნების სექტორული თანამშრომლობა" - მაკა ბოჭორიშვილი თურქ კოლეგას შეხვდა

BM.GE

რა შემთხვევაში დაიბეგრება სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელებული საქმიანობა დღგ-ით - ახალი წესი

რა შემთხვევაში დაიბეგრება სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელებული საქმიანობა დღგ-ით - ახალი წესი

BM.GE

ჩინეთმა ტაივანის აღმოსავლეთით სპეციალური საზღვაო ოპერაცია დაიწყო

ჩინეთმა ტაივანის აღმოსავლეთით სპეციალური საზღვაო ოპერაცია დაიწყო

BM.GE

2027 წელს ცესკოს ბიუჯეტი ₾68.5 მილიონამდე იზრდება - თანხა რემონტზე, ხელფასზე და IT-ზე დაიხარჯება

2027 წელს ცესკოს ბიუჯეტი ₾68.5 მილიონამდე იზრდება - თანხა რემონტზე, ხელფასზე და IT-ზე დაიხარჯება

BM.GE