მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სახლები სამტრედიაში, აბასთუმანსა და ამბროლაურში - დეპუტატმა გივი ჭიჭინაძემ ქონებრივი დეკლარაცია განაახლა
სახლები სამტრედიაში, აბასთუმანსა და ამბროლაურში - დეპუტატმა გივი ჭიჭინაძემ ქონებრივი დეკლარაცია განაახლა

სახლები სამტრედიაში, აბასთუმანსა და ამბროლაურში - დეპუტატმა გივი ჭიჭინაძემ ქონებრივი დეკლარაცია განაახლა

BM.GE6 ივლისი, 2026, 00:28|bm.ge

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, „ქართული ოცნების“ დეპუტატს გივი ჭიჭინაძეს 2025 წელს პარლამენტში საქმიანობიდან 116 914 ლარის ხელფასი აქვს აღებული. ამასთან, გასული წლის განმავლობაში მას ანსამბლ „ქართულ ხმებში“ სოლისტობისთვის 5 329 ლარის გადაუხადეს.

აღსანიშნია, რომ გივი ჭიჭინაძემ 2025 წელს ქუთაისის საპატიო მოქალაქეობისთვის 900 ლარიც მიიღო.

მისი ცოლი მაია სოხაძე-ჭიჭინაძე ვ.ჭაბუკიანის სახ. ქორეოგრაფიული სასწავლებელში პედაგოგია და გასულ წელს ამ პოზიციაზე მან 9 450 ლარის ხელფასი აიღო.

დეკლარაციის შევსების დროისთვის გივი ჭიჭინაძეს „ბანკი ქართუს“ ანგარიშზე 8929 ლარი და 3013 ევრო ჰქონდა.

გასულ წელს დეპუტატის ცოლმა მაია სოხაძე-ჭიჭინაძემ 72 000 დოლარად თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე 41 კვ.მ.-ის ფართობის ბინა და 500 დოლარად სარდაფი იყიდა. ცოლის საკუთრებაშია ასევე 2016 წელს, თბილისში, ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩაზე ნაჩუქარი 55 კვ.მ.-ის ბინა.

თავად გივი ჭიჭინაძის სახელზეა:

• სამტრედიის მუნიციპალიტეტში სოფელ პატარა ეწერში 2111 კვ.მ-ის საცხოვრებელი სახლი, რომელიც მემკვიდრეობით აქვს მიღებული; • თბილისში 1999 წელს 10 000 ლარად შეძენილი 54 კვ.მ-ის ბინა ვაჟა-ფშაველას გამზირზე; • 150 კვ.მ. -ის ფართობის ბინა ყაზბეგის გამზირზე, რომელიც ნაჩუქარია; • ამბროლაურში, სოფელ ქვემო თლუღში 2003 წელს 2000 ლარად შეძენილი სახლი; • ასევე აბასთუმანში, რუსთაველის ქუჩაზე 1998 წელს 1 500 დოლარად ნაყიდი საცხოვრებელი სახლი.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრანსპორტირების ფასი გაზრდილია... გარკვეულ სამშენებლო პროდუქციაზე ფასების ზრდა გვიწევს - "ზოდი"

ტრანსპორტირების ფასი გაზრდილია... გარკვეულ სამშენებლო პროდუქციაზე ფასების ზრდა გვიწევს - "ზოდი"

BM.GE

რომელ ქვეყნებშია რეფინანსირების განაკვეთი ყველაზე მაღალი/დაბალი - სად არის საქართველო?

რომელ ქვეყნებშია რეფინანსირების განაკვეთი ყველაზე მაღალი/დაბალი - სად არის საქართველო?

BM.GE

ყველაზე ძვირად ღირებული სამოგზაურო მიმართულებები 2026 წლისთვის

ყველაზე ძვირად ღირებული სამოგზაურო მიმართულებები 2026 წლისთვის

BM.GE

საიდან შემოდის ფრინველის ხორცი და სუბპროდუქტები, რომელთა იმპორტიც $49 მლნ-მდე გაიზარდა

საიდან შემოდის ფრინველის ხორცი და სუბპროდუქტები, რომელთა იმპორტიც $49 მლნ-მდე გაიზარდა

BM.GE