მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სახმელეთო სექტორში ნებართვების გაცემის პროცესი გახდა გამჭვირვალე და სამართლიანი - ირაკლი კობახიძე
სახმელეთო სექტორში ნებართვების გაცემის პროცესი გახდა გამჭვირვალე და სამართლიანი - ირაკლი კობახიძე

სახმელეთო სექტორში ნებართვების გაცემის პროცესი გახდა გამჭვირვალე და სამართლიანი - ირაკლი კობახიძე

BM.GE26 ივნისი, 2026, 16:39|bm.ge

ირაკლი კობახიძის თქმით, სახმელეთო სექტორში განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი საკადრო, საოპერაციო შესყიდვების ოპტიმიზაციის პროცესი. როგორც პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა, ნებართვების გაცემის პროცესი გახდა გამჭვირვალე და სამართლიანი.

„რაც შეეხება სახმელეთო სექტორს, აქაც განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი საკადრო, საოპერაციო შესყიდვების ოპტიმიზაციის პროცესი. დაიზოგა წლიურად 374,000 ლარი. ნებართვების გაცემის პროცესი გახდა გამჭვირვალე, სამართლიანი. აღიკვეთა ნებართვების გადაყიდვის პრაქტიკა, ასეთი მანკიერი პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული და 6,214 გადამზიდავი მოექცა თანაბარ პირობებში.

გადამზიდავთა 4 ასოციაციას ჩამოერთვა და სააგენტოს დაუბრუნდა ნებართვების განაწილების უფლება. აქაც ეს მანკიერი პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული, შუამავლებით ოპერირების პრაქტიკა. პარტნიორ ქვეყნებთან მოლაპარაკებების შედეგად, ნებართვების კვოტები გაიზარდა 10%-ით. განხორციელდება არასერტიფიცირებული ავტოსადგურების სერტიფიცირება. ყველა მუნიციპალიტეტში იფუნქციონირებს სულ მცირე ერთი სერტიფიცირებული ავტოსადგური. პირველი კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის ამოქმედდება სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება. გაციფრულდება რეგიონში პარტნიორ ქვეყნებთან არსებული სატვირთო და სამგზავრო ნებართვები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მთავრობა წლის ბოლომდე კიდევ სოციალური დახმარების მიმღები 65 000-მდე ოჯახის გადამოწმებას გეგმავს

მთავრობა წლის ბოლომდე კიდევ სოციალური დახმარების მიმღები 65 000-მდე ოჯახის გადამოწმებას გეგმავს

BM.GE

"დანახარჯები დაახლოებით ₾200 მილიონით გაიზრდება" - კობახიძე უმაღლესი განათლების რეფორმაზე

"დანახარჯები დაახლოებით ₾200 მილიონით გაიზრდება" - კობახიძე უმაღლესი განათლების რეფორმაზე

BM.GE

არავითარი კორელაცია ევროკავშირში გაწევრიანებასა და ეკონომიკურ ზრდას შორის არ არსებობს - ირაკლი კობახიძე

არავითარი კორელაცია ევროკავშირში გაწევრიანებასა და ეკონომიკურ ზრდას შორის არ არსებობს - ირაკლი კობახიძე

BM.GE

ქვეყნის საკადასტრო დაფარვის მაჩვენებელმა 95%-ს გადააჭარბა - პრემიერი

ქვეყნის საკადასტრო დაფარვის მაჩვენებელმა 95%-ს გადააჭარბა - პრემიერი

BM.GE