მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "დანახარჯები დაახლოებით ₾200 მილიონით გაიზრდება" - კობახიძე უმაღლესი განათლების რეფორმაზე
"დანახარჯები დაახლოებით ₾200 მილიონით გაიზრდება" - კობახიძე უმაღლესი განათლების რეფორმაზე

"დანახარჯები დაახლოებით ₾200 მილიონით გაიზრდება" - კობახიძე უმაღლესი განათლების რეფორმაზე

BM.GE26 ივნისი, 2026, 17:28|bm.ge

საქართველოს პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებით, უფასო უმაღლესი განათლების შემოღების შედეგად საბიუჯეტო ხარჯები დაახლოებით ₾200 მილიონით გაიზრდება. როგორც მან პარლამენტში წლიური ანგარიშით წარდგენისას განაცხადა, ახალი კონცეფციის განხორციელება, საბოლოო ჯამში გამოიწვევს დანახარჯების ეტაპობრივ ზრდას.

„რაც შეეხება იმას, თუ რა პროცენტით ზრდის განათლების რეფორმა ბიუჯეტს. კონკრეტულად თუ ვსაუბრობთ უმაღლეს განათლებაზე, აქ პირველ რიგში უნდა აღინიშნოს კიდევ ერთხელ ის, რომ ჩვენ შემოვიღეთ უფასო უმაღლესი განათლების სისტემა, ანუ თითოეული სტუდენტისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში უმაღლესი განათლება იქნება უფასო და საბოლოო ჯამში, როდესაც შეივსება შესაბამისი კონტინგენტი, 3+1 წელზე რომ გავთვალოთ, დანახარჯები დღევანდელი მოცემულობით დაახლოებით 200 მილიონით გაიზრდება კონკრეტულად უმაღლესი განათლების სფეროში.

თუმცა რა თქმა უნდა, რეფორმის განხორციელებასთან ერთად, საჭიროა მუდმივად ზრუნვა უნივერსიტეტების რესურსების გაძლიერებაზე. ახლა რომ ჩაყარო უცბად ორჯერ მეტი ფული, მაგალითად განათლებაში, ეს იქნება მთლიანად გადაყრილი ფული. ჯერ უნდა შექმნა შესაბამისი რესურსი, ამ რესურსში იგულისხმება, მათ შორის, ინფრასტრუქტურული რესურსი, ადამიანური რესურსი და ასე შემდეგ. მაგალითად, არსებული მოცემულობით უბრალოდ რომ გაუზარდო ხელფასები პროფესურას, არავითარი შედეგის მომტანი არ იქნება. კომპლექსურად უნდა განხორციელდეს რეფორმა და თქვენ იცით, რომ ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს კომპლექსური რეფორმის კონცეფცია და საბოლოო ჯამში, თავისთავად გამოიწვევს ამ კონცეფციის სრულფასოვანი განხორციელება დანახარჯების ეტაპობრივ ზრდას.

კიდევ ერთხელ, ეს არ უნდა იყოს მყისიერი ზრდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ინვესტიცია იქნება წყალში გადაყრილი, მაგრამ თანმიმდევრულად როდესაც განხორციელდება ეს რეფორმა, ეს ავტომატურად თავისთავად გამოიწვევს შესაბამისი დანახარჯების ზრდას. რაც შეეხება ზოგადად რეფორმის არსს, მოიცავს ძალიან ბევრ კომპონენტს, დღეს ჩამოვთვალე ეს კომპონენტები, შემიძლია კიდევ ერთხელ გავიმეორო, თუ იქნება ამის ინტერესი", - განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სკოლის ფორმების ₾46-მილიონიანი შესყიდვის შესახებ ინფორმაცია არ გვქონდა|უნიფორმების კომპანია

სკოლის ფორმების ₾46-მილიონიანი შესყიდვის შესახებ ინფორმაცია არ გვქონდა|უნიფორმების კომპანია

BM.GE

უნდა გავუფრთხილდეთ რომანოვების სასახლეს, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლი - ირაკლი კობახიძე

უნდა გავუფრთხილდეთ რომანოვების სასახლეს, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლი - ირაკლი კობახიძე

BM.GE

უნდა დაისახოს გეგმა, რაც [სურსათზე] ფასნამატი არსებითად შემცირებას უზრუნველყოფს - ირაკლი კობახიძე

უნდა დაისახოს გეგმა, რაც [სურსათზე] ფასნამატი არსებითად შემცირებას უზრუნველყოფს - ირაკლი კობახიძე

BM.GE

ნატახტარი-ჟინვალის გზის მშენებლობა 2027 წელს დაიწყება - ირაკლი კობახიძე

ნატახტარი-ჟინვალის გზის მშენებლობა 2027 წელს დაიწყება - ირაკლი კობახიძე

BM.GE