მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "საკმაოდ კარგი მესიჯები გვქონდა" - არჩილ გაჩეჩილაძე ინვესტორების ინტერესის ზრდაზე
"საკმაოდ კარგი მესიჯები გვქონდა" - არჩილ გაჩეჩილაძე ინვესტორების ინტერესის ზრდაზე

"საკმაოდ კარგი მესიჯები გვქონდა" - არჩილ გაჩეჩილაძე ინვესტორების ინტერესის ზრდაზე

BM.GE5 ივლისი, 2026, 16:59|bm.ge

„საკმაოდ კარგი მესიჯები გვქონდა” - ამის შესახებ საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ გადაცემა “ბიზნესის კვირეულში” სტუმრობისას ინვესტორების მხრიდან ინტერესზე საუბრისას განაცხადა.

ცნობისთვის, საქართველოს ბანკის მფლობელმა Lion Finance Group -მა ყოველწლიური Investor Day გამართა, რომელსაც 100-მდე საერთაშორისო ინვესტორი და ანალიტიკოსი დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში ჯგუფის მენეჯმენტმა, საქართველოს ბანკისა და Ameriabank-ის გუნდის წევრებთან ერთად, სტუმრებს ჯგუფის სტრატეგიული მიმართულებები, ფინანსური შედეგები და ხედვები გააცნო. Investor Day-ს ესწრებოდნენ ისეთი წამყვანი საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიებისა და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, როგორებიც არიან Firebird, M&G Investments, Morgan Stanley, JPMorgan Chase და სხვები.

არჩილ გაჩეჩილაძის თქმით, ინვესტორებს და ანალიტიკოსებს აინტერესებთ, რა მდგომარეობაშია ეკონომიკა და რას უნდა ველოდოთ მომავალში.

„ნამდვილად ხაზგასასმელია, რომ ჩვენი წარმატების საფუძველი, პირველ რიგში, არის ქვეყნის და ახლა უკვე რეგიონის ეკონომიკური წარმატება. შესაბამისად, როცა არის წარმატებული კარგი ზრდა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში უპრეცედენტოდ მაღალი იყო, აინტერესებთ, ეს რამდენად არის შენარჩუნებადი, რამდენად მყარ საფუძველზე დგას და რას უნდა ველოდოთ. ამ კუთხით საკმაოდ კარგი მესიჯები გვქონდა, ვინაიდან ლარის სტაბილურობა, ასევე, ფისკალური დეფიციტის მართვის კუთხით ქვეყნის დისციპლინა ხარჯებთან მიმართებით საკმაოდ მაღალია წლების განმავლობაში. ლარის რეზერვების მოცულობა არის რეკორდული, შესაბამისად, ეს აისახება ლარის სიმყარეში, ანალოგიურად საკრედიტო რისკის მაჩვენებლები არის გაუმჯობესებული წლების განმავლობაში საქართველოში და ახლა უკვე სომხეთში.

შესაბამისად, ინვესტორების ინტერესი საკმაოდ მაღალია, რაც უფრო კარგად მოხდა საქართველოს წარმოჩენა ბაზარზე, ვინაიდან FTSE 100-ის წევრი კომპანია როცა ხდები, მეტი და მეტი ინვესტორი იჩენს ინტერესს და როცა ჩაიხედავენ დეტალებში, საკმაოდ კარგი მესიჯები არის ეკონომიკაში. ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ ის ეკონომიკური პოლიტიკა შენარჩუნდეს და განვითარდეს, რაც არის“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

ცნობისთვის, Investor Day-ის ერთ-ერთი თემა ასევე იყო Lion Finance Group-ის FTSE 100 ინდექსში გაწევრიანება. საქართველოს ბანკი პირველი კომპანიაა საქართველოდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 100 ინდექსში დაიკავა ადგილი. დღეს ჯგუფი ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან ერთადაა წარმოდგენილი, როგორებიც არიან HSBC, BP, Unilever, Rolls-Royce Holdings, Shell და Barclays.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"მეწარმეთა შესახებ" კანონთან მიმართებით, რეესტრის პრაქტიკა არაერთგვაროვანი და არაგანჭვრეტადია - ზაქარია შველიძე

"მეწარმეთა შესახებ" კანონთან მიმართებით, რეესტრის პრაქტიკა არაერთგვაროვანი და არაგანჭვრეტადია - ზაქარია შველიძე

BM.GE

"წელს თაფლის შემცირებულ მოსავალს და გაზრდილ ფასს ველით" - მეფუტკრეთა ასოციაცია

"წელს თაფლის შემცირებულ მოსავალს და გაზრდილ ფასს ველით" - მეფუტკრეთა ასოციაცია

BM.GE

ვის ეკუთვნის საქართველოში ლუდის უმსხვილესი მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანიები

ვის ეკუთვნის საქართველოში ლუდის უმსხვილესი მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანიები

BM.GE

"შთაბეჭდილება მრჩება, რომ კანონი ჯარიმებისთვის მიიღეს" - გიდი სავალდებულო სერტიფიცირებაზე

"შთაბეჭდილება მრჩება, რომ კანონი ჯარიმებისთვის მიიღეს" - გიდი სავალდებულო სერტიფიცირებაზე

BM.GE