მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საკონდიტროს "უშაქრო" გაყიდვები 3 თვეში 70%-ით გაიზარდა - კომპანიის გეგმები
საკონდიტროს "უშაქრო" გაყიდვები 3 თვეში 70%-ით გაიზარდა - კომპანიის გეგმები

საკონდიტროს "უშაქრო" გაყიდვები 3 თვეში 70%-ით გაიზარდა - კომპანიის გეგმები

BM.GE11 მაისი, 2026, 03:13|bm.ge

საკონდიტროს “უშაქრო” მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში გაყიდვები 70%-ით გაეზარდა. ამის შესახებ BM.GE-სთან საუბარში კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა თამარ ეზიეშვილმა განაცხადა. მისი თქმით, 2026 წელი ბიზნესისთვის დადებითი დინამიკით დაიწყო და გაყიდვების მკვეთრი ზრდაც ამის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია.

„ვფიქრობთ, 2026 წელი წარმატებულად დავიწყეთ, რასაც ადასტურებს გაყიდვების 70%-იანი ზრდა. მომხმარებელთა ინტერესებში კი განსაკუთრებით გამოიკვეთა მაღალ ცილოვანი დესერტების მიმართ მოთხოვნა, რის შესაბამისადაც მუდმივად ვმუშაობთ ახალი პროდუქციის დამატებაზე“, - აღნიშნავს თამარ ეზიეშვილი.

მისივე თქმით, გაიზარდა როგორც ქართველი, ისე უცხოელი მომხმარებლების დაინტერესებაც, რაც კომპანიისთვის დამატებითი სტიმულია : „გაყიდვების მაჩვენებლების მიხედვით ნათლად ჩანს, რომ ინტერესი მნიშვნელოვნად გაზრდილია როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მომხმარებლების მხრიდან, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა“, - ამბობს ის.

კომპანიის გენერალური მენეჯერის განცხადებით, ბოლო პერიოდში ნედლეულის ფასების ზრდამ გარკვეული გამოწვევები შექმნა, თუმცა „უშაქრო“ ცდილობს ფასების სტაბილურობის შენარჩუნებას.

„ბოლო პერიოდში ნედლეულის გაძვირებამ სექტორში გარკვეული სირთულეები გამოიწვია. ჩვენ ბაზარს მუდმივად ვაკვირდებით და მაქსიმალურად ვცდილობთ ფასების შენარჩუნებას, რათა მომხმარებელმა არ იგრძნოს არასტაბილურობა. სწორედ ამიტომ გაყიდვების ზრდის მიუხედავად ფასების პოლიტიკა არ შეცვლილა“, - აცხადებს ეზიეშვილი.

მისივე თქმით, პროდუქტის განვითარება კომპანიისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და მენიუ მუდმივად განახლდება მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისად : "მენიუში ახალი პროდუქტების დამატება ჩვენი ყოველდღიური სამუშაო პროცესის ნაწილია. მუდმივად ვუსმენთ მომხმარებელს და ვითვალისწინებთ მათ საჭიროებებს", - ამბობს ის.

გაფართოების გეგმებზეც საუბრისას თამარ ეზიეშვილი აცხადებს, რომ კომპანია აქტიურად მუშაობს ახალი ფილიალის გახსნაზე თბილისში, ასევე განიხილება რეგიონებში შესვლის შესაძლებლობაც.

„უახლოეს პერიოდში თბილისში კიდევ ერთ ფილიალს დავამატებთ, ხოლო წლის ბოლოსთვის რეგიონებში გაფართოებასაც არ გამოვრიცხავთ. ზუსტ ლოკაციას მომხმარებლებს მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ვაცნობებთ“, - აღნიშნავს ის.

საკონდიტრო "უშაქრო" 2022 წელს გაიხსნა და თბილისში სამ ფილიალს აერთიანებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თვეში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 54 სტატია.

  • ლევან მაჭავარიანი დარჩიაშვილს: თქვენ ხართ პირადად ხელმომწერი მოღალატეობრივი რეზოლუციის, რომელიც წაგებული ომიდან ორ თვეში გააფორმეთ და ომის დაწყება ჩვენ სამხედროებს დააბრალეთ - ეს რატომ გააკეთეთ? ანუ ეს თქვენ მართლა ჩაიდინეთ და აღიარეთ?რუსთავი 2
  • 2 700 000 ლარი 1 თვეში - ჩინოვნიკების სმა-ჭამაში დახარჯული ფული რეკორდებს ხსნისტვ პირველი
  • ქართულ მხარესთან 9 თვეში თითქმის მილიონი გადაკვეთა დაფიქსირდა – სოხუმინეტგაზეთი
  • ნატოს მაღალჩინოსნის განცხადებით, გასულ თვეში რუსეთმა უკრაინაში 50 000-მდე ჯარისკაცი დაკარგაფორმულა
თვეში →

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE