მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "საკუთარი მარჟით ისეთ ზემოქმედებას ვერ მოვახდენთ, რომ [საწვავის] ფასი კომფორტული გახდეს" - ვასილ ხორავა
"საკუთარი მარჟით ისეთ ზემოქმედებას ვერ მოვახდენთ, რომ [საწვავის] ფასი კომფორტული გახდეს" - ვასილ ხორავა

"საკუთარი მარჟით ისეთ ზემოქმედებას ვერ მოვახდენთ, რომ [საწვავის] ფასი კომფორტული გახდეს" - ვასილ ხორავა

BM.GE15 ოქტომბერი, 2026, 20:44|bm.ge

მიუხედავად იმისა, რომ "ვისოლის" ქსელში ბენზინისა და დიზელის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა, კომპანიის გენერალური დირექტორი აღნიშნავს, რომ თავად "ვისოლისთვის" მოგების მარჟა მინიმუმამდეა შემცირებული - ამის შესახებ "ვისოლის" გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხორავამ "საქმიან დილაში" საწვავის ბაზარზე არსებული ვითარების შეფასებისას განაცხადა.

მისი განმარტებით, საცალო ქსელში არსებული მაღალი ტარიფები პირდაპირ გამომდინარეობს პროდუქტის საერთაშორისო თვითღირებულებიდან და კომპანიებს ფასწარმოქმნაზე ზემოქმედების ძალიან მცირე ბერკეტი აქვთ.

"საწვავის ფასზე ჩვენი ზემოქმედების შესაძლებლობა ძალიან დაბალია. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ დღევანდელ პირობებში, რაც ისტორიაში ბენზინი და დიზელი არსებობს, მისი ნიშნულის ყველაზე მაქსიმალური ფასით ვყიდით. ეს არის ობიექტური მიზეზი, რაც თვითღირებულებებიდან გამომდინარეობს. ამ დროს კომპანიის მარჟა ყველაზე დაბალია.

ჩვენი კონტრიბუცია ამ შემთხვევაში არის ის, რომ მაღალ ფასში კომპანიამ მინიმალური მოგებიანობა ჩადო, თუმცა ამის მიუხედავადაც, ფასი მაინც მაღალი რჩება. ჩვენ საკუთარი მარჟით ვერ მოვახდენთ ისეთ ზემოქმედებას, რომ მომხმარებლისთვის ტარიფი კომფორტული გახდეს", - განაცხადა ვასილ ხორავამ.

საწვავის რეალიზატორების მოგების მარჟებზე გასულ თვეში საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი მოგების მაჩვენებლები 2022 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის შემცირებული.

"ჩვენი ეჭვის მთავარი მიზეზი მაღალი მოგების მაჩვენებელი იყო, რაც 2022 წელს ყველა ტიპის საწვავზე დაახლოებით 80 თეთრიდან 1.2 ლარამდე იყო. ახლა ეს მაჩვენებელი, ტაბლოს ფასიდან ხარჯების გამოკლებით მაჩვენებელს თუ ავიღებთ, სადღაც 18 თეთრიდან 30 თეთრის ფარგლებშია. ამას თუ ჩამოვაკლებთ ასევე ლოიალობის პროგრამებს, სადაც დაახლოებით 7-12-თეთრიანი სხვაობას ეძლევათ, მაგალითად, თუ რომელიმე კომპანიის ბარათი მაქვს, მაგალითად, თუ თვითმომსახურების სადგურზე შევდივარ, იქ დაახლოებით ასევე 5-10-თეთრიან სხვაობის მაჩვენებელს ვიღებთ და ასევე არიან მცირე ქსელები, სადაც შემიძლია ეს სხვაობა რეალურად დავიჭირო – მინიმალური მოგების მაჩვენებლებზე მიდის დღეს მუშაობა", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ სააგენტოს 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას.

ვასილ ხორავამ პარალელი 2008 წლის ნავთობის კრიზისთან გაავლო და აღნიშნა, რომ როდესაც ტრადიციული საწვავი პიკურ ნიშნულს აღწევს, ბაზარი ბუნებრივად იწყებს ალტერნატივების ძიებას. მისი თქმით, მაშინ კომპანიამ გამოსავალი ბუნებრივი აირის ქსელის განვითარებაში იპოვა, დღეს კი ბაზრის ევოლუცია ავტოპარკის ელექტროფიკაციასა და ჰიბრიდიზაციას უკავშირდება.

"2008 წელსაც ნავთობის პიკური ნიშნულები იყო და მაშინ ჩვენ ბუნებრივი გაზის ქსელის განვითარება დავიწყეთ - ეს იყო გამოწვევა, რომელსაც საკმაოდ დიდი ინფრასტრუქტურით ვუპასუხეთ. დღეს კი ვხედავთ, რომ გაზგასამართი სადგურებისა და მათი მოხმარების ევოლუცია ეტაპობრივად ჩაანაცვლა ელექტრო და ჰიბრიდული მანქანების ტრენდმა. ეს ის მიმართულებაა, რომელიც სამომავლოდ როგორც გაზის, ისე ტრადიციული საავტომობილო საწვავის წილს ბაზარზე ეტაპობრივად შეამცირებს", - აღნიშნა "ვისოლის" ხელმძღვანელმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარიამ ქვრივიშვილი საამიროების ვაჭრობის მინისტრს შეხვდა - რა განიხილეს?

მარიამ ქვრივიშვილი საამიროების ვაჭრობის მინისტრს შეხვდა - რა განიხილეს?

BM.GE

საფრანგეთში ინფლაცია 3.4%-მდე გაიზარდა

საფრანგეთში ინფლაცია 3.4%-მდე გაიზარდა

BM.GE

Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის

Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის

BM.GE

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

BM.GE