მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სამინისტრო „საგანმანათლებლო რესურსებს“ პირველკლასელებისთვის ₾10.3 მილიონის 13 999 ბუქს გადასცემს
სამინისტრო „საგანმანათლებლო რესურსებს“ პირველკლასელებისთვის ₾10.3 მილიონის 13 999 ბუქს გადასცემს

სამინისტრო „საგანმანათლებლო რესურსებს“ პირველკლასელებისთვის ₾10.3 მილიონის 13 999 ბუქს გადასცემს

BM.GE11 სექტემბერი, 2026, 00:43|bm.ge

სახელმწიფო კომპანია „საგანმანათლებლო რესურსებს“ განათლების სამინისტრომ 13 999 ბუქი პირველკლასელებისა და მათი დამრიგებლებისთვის გადაცემის მიზნით უნდა გადასცეს. 2022-ე განკარგულებით, მთავრობამ სამინისტროს მოძრავი ქონების უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე გადაცემა დაავალა.

დოკუმენტის მიხედვით, საუბარია ASUS-ის ბრენდის პორტაბელურ კომპიუტერებზე. ერთეულის ღირებულება 738 ლარია, ხოლო საერთო ჯამში 13 999 ბუქის ღირებულება 10 331 262 ლარი.

აღსანიშნია, რომ განათლების სამინისტროს მფლობელობაში არსებულმა კომპანია „საგანმანათლებლო რესურსებმა“ ბუქები პირველკლასელებს და მათ დამრიგებლებს საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საჯარო სკოლების მეშვეობით უნდა გადასცენ.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, 2026-2027 სასწავლო წლისთვის, სწავლას 45 ათასი პირველკლასელი იწყებს, აქედან 38 ათასი საჯარო სკოლებში და 7 ათასი კერძო სკოლებში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

2026 წლის NBA-ის ყველაზე შემოსავლიანი კალათბურთელები

2026 წლის NBA-ის ყველაზე შემოსავლიანი კალათბურთელები

BM.GE

„არჩევნები წავაგეთ“ - ალექსანდრ ვუჩიჩმა დამარცხება აღიარა

„არჩევნები წავაგეთ“ - ალექსანდრ ვუჩიჩმა დამარცხება აღიარა

BM.GE

პრესტიჟული დიპლომის ფასი - რა ჯდება სწავლა მსოფლიოს TOP 5 უნივერსიტეტში?

პრესტიჟული დიპლომის ფასი - რა ჯდება სწავლა მსოფლიოს TOP 5 უნივერსიტეტში?

BM.GE

„ევროპას არ უნდა მოვეშვათ“ - ია თაბაგარი ტურიზმის სტრატეგიის ხარვეზებსა და გაუმჭვირვალე ხარჯებზე

„ევროპას არ უნდა მოვეშვათ“ - ია თაბაგარი ტურიზმის სტრატეგიის ხარვეზებსა და გაუმჭვირვალე ხარჯებზე

BM.GE