მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სამინისტროს პროგნოზით, წელს ვაშლის მოსავალი 55 000 ტონამდე შემცირდება | რა არის მიზეზი?
სამინისტროს პროგნოზით, წელს ვაშლის მოსავალი 55 000 ტონამდე შემცირდება | რა არის მიზეზი?

სამინისტროს პროგნოზით, წელს ვაშლის მოსავალი 55 000 ტონამდე შემცირდება | რა არის მიზეზი?

BM.GE10 სექტემბერი, 2026, 19:15|bm.ge

გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზით, წელს ვაშლის მოსავალი 55 000 ტონამდე შემცირდება. მიზეზად კი კლიმატურ პირობებს ასახელებენ.

სახელმწიფო უწყების მოლოდინების საპირისპიროდ, ვაშლის მწარმოებელი ფერმერები მოსავლიანობის შესახებ პროგნოზებს ვერ აკეთებენ. აგრომეურნება „ტირიფონის ბაღების“ დამფუძნებელმა ზურაბ გოჯიაშვილმა bm.ge-ს განუცხადა, რომ პროგნოზების გაკეთება არამხოლოდ ქვეყნის მასშტაბით, არამედ თავისი ბაღების შემთხვევაშიც უჭირს, რადგან მოსავლის დათვლის ერთიანი მეთოდიკა არ აქვთ. ფერმერი ვაშლის მოსავლიანობის ანალიზის მეთოდიკის შემუშავების აუცილებლობაზე საუბრობს და იმედოვნებს, რომ სახელმწიფოს ამ პროცესში ჩაერთვება.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში 2026 წლის ვაშლის მოსავლიანობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ BM.GE-ის განუცხადეს, წელს ქვეყანაში მოსავლის 10-15%-ით კლებაა მოსალოდნელი.

„სამინისტროში ვაშლის მწარმოებელ ფერმერებთან გამართული შეხვედრების შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, 2026 წელს ვაშლის მოსავალი 2025 წელთან შედარებით დაახლოებით 10–15%-ით ნაკლები იქნება. შესაბამისად, მიმდინარე წლის მოსავალი წინასწარი შეფასებით 55 ათასი ტონის ფარგლებში შეიძლება იყოს.

მოსავლის შემცირების ძირითადი მიზეზია წლის განმავლობაში არსებული არახელსაყრელი კლიმატური პირობები, მათ შორის გაზაფხულის ყინვები, სეტყვა და სხვა კლიმატური ფაქტორები, რომლებმაც გარკვეულ რეგიონებსა და ბაღებზე უარყოფითი გავლენა მოახდინა“, - განმარტავენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

მათივე ცნობით, 2025/2026 მარკეტინგულ წელს, ექსპორტზე 18.6 მლნ დოლარის ღირებულების 24.6 ათასი ტონა ვაშლი (რაც 36%-ით აღემატება 2024/2025 წლის მაჩვენებელს) გავიდა. „მზარდია საშუალო საექსპორტო ფასიც, ასევე, ამ პერიოდში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ვაშლის შენახვა-გადამუშავების ინფრასტრუქტურა, რამაც ექსპორტის უწყვეტობას და ხარისხის სტაბილურობას შეუწყო ხელი“, - აღნიშნავენ უწყებაში.

2026 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში ექსპორტის მონაცემებით კი ქვეყნიდან 15.1 ათასი ტონა ვაშლი გავიდა, (2025/2026 მარკეტინგული წლის მთლიანი ექსპორტის 61%), „რაც ასევე მიუთითებს შემნახველი ინფრასტრუქტურის გამართულ მუშაობაზე“ - აცხადებენ უწყებაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მინიმალური ხელფასი მსოფლიოში: სად არის ის ყველაზე მაღალი/დაბალი?

მინიმალური ხელფასი მსოფლიოში: სად არის ის ყველაზე მაღალი/დაბალი?

BM.GE

საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხვები 6.8%-ით გაიზარდა - სად ვრიცხავთ ფულს?

საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხვები 6.8%-ით გაიზარდა - სად ვრიცხავთ ფულს?

BM.GE

"რაღაც მიზეზის გამო გაჩნდა ეს რგოლი"|ენერგეტიკოსის კითხვები და ანალიზი დენის იმპორტში შუამავლების ჩახსნაზე

"რაღაც მიზეზის გამო გაჩნდა ეს რგოლი"|ენერგეტიკოსის კითხვები და ანალიზი დენის იმპორტში შუამავლების ჩახსნაზე

BM.GE

წელს, თბილისში "დიარონის" პირველი ფილიალის გახსნა გადაიდო |მიზეზები

წელს, თბილისში "დიარონის" პირველი ფილიალის გახსნა გადაიდო |მიზეზები

BM.GE