მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა Samsung-ში დაპირისპირებულ მხარეებს შეთანხმებისკენ მოუწოდა
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა Samsung-ში დაპირისპირებულ მხარეებს შეთანხმებისკენ მოუწოდა

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა Samsung-ში დაპირისპირებულ მხარეებს შეთანხმებისკენ მოუწოდა

BM.GE19 მაისი, 2026, 02:23|bm.ge

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ქვეყნის უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანია Samsung Electronics-ში მოსალოდნელი 18-დღიანი გაფიცვის თავიდან ასაცილებლად მენეჯმენტსა და დასაქმებულებს შეთანხმებისკენ მოუწოდა.

არსებული ინფორმაციით, 21 მაისს დაგეგმილ მასშტაბურ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მიღებას 47,000-ზე მეტი თანამშრომელი აპირებს. ქვეყნის ლიდერის განცხადებით, ბიზნესის მართვის უფლება და მუშახელის ინტერესები თანაბარ პატივისცემას იმსახურებს. მისი თქმით, ნებისმიერი სახის უკიდურესობა პროცესს აზიანებს და მხარეებმა გონივრული გამოსავალი უნდა იპოვონ.

დაგეგმილი გაფიცვის გამო შეშფოთება გამოხატა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმაც. მისი შეფასებით, სამუშაო პროცესის შეჩერება სახელმწიფოს კოლოსალურ ზარალს მოუტანს. არსებული გათვლებით, საწარმოო პროცესის შეფერხებით გამოწვეული პირდაპირი დანაკარგები 1 ტრილიონ ვონს ($664.7 მლნ.) მიაღწევს. თუ ნახევარგამტარების წარმოების შეჩერების გამო ქარხნებს გამოსაშვები პროდუქციის განადგურება მოუწევთ, ფინანსური ზიანი შესაძლოა 100 ტრილიონ ვონამდე ($66.47 მლრდ.) გაიზარდოს. მთავრობა შექმნილი კრიზისის დასასრულებლად ყველა შესაძლო ზომის გამოყენებას, მათ შორის გაფიცვის იძულებითი 30-დღიანი ვადით შეჩერებას განიხილავს.

რაც შეეხება დაპირისპირების მიზეზებს, პროფკავშირები პრემიების სისტემის ძირეულ შეცვლას ითხოვენ. დასაქმებულთა მოთხოვნა საოპერაციო მოგებიდან ბონუსების სახით 15%-ის განაწილებასა და სპეციალური ლიმიტების გაუქმებას ითვალისწინებს. კომპანიის მენეჯმენტმა მუშახელს საოპერაციო მოგების 10%-ის გადაცემა და ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია შესთავაზა. მუშათა გაერთიანებამ კი მენეჯმენტის მიერ მომზადებული ეს წინადადება დაიწუნა. პროფკავშირების განცხადებით, ხელისუფლება მხოლოდ კომპანიის არგუმენტებს ითვალისწინებს და დასაქმებულთა რეალურ საჭიროებებს უგულებელყოფს.

შექმნილი ვითარების გამო კომპანიის საბჭოს თავმჯდომარემ საერთაშორისო მომხმარებლებს ბოდიში საჯაროდ უკვე მოუხადა.

ცნობისთვის, Samsung Electronics-ი სამხრეთ კორეის ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი დასაყრდენია. ის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 12.5%-ს, ექსპორტის 22.8%-სა და ჯამური საბაზრო კაპიტალიზაციის 26%-ს უზრუნველყოფს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრეზიდენტი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 129 სტატია.

  • Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავსიმედი
  • ზურაბიშვილის მძიმე ბრალდებები ივანიშვილის პარტიას - მეხუთე პრეზიდენტმა "ოცნება" რუსეთის დახმარებაში დაადანაშაულატვ პირველი
  • "სამწუხაროდ, ყოფილი პრეზიდენტი ყალიბდება ერთ-ერთ მთავარ კლოუნად სახელმწიფოში, რაც არის ტრაგიკული" - ლევან მახაშვილირუსთავი 2
  • რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყებაფორმულა
პრეზიდენტი →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE