მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. უკრაინული მხარე: SpaceX-მა უკრაინაში Starlink-ის სამხედრო ვერსიის მუშაობა შეზღუდა
უკრაინული მხარე: SpaceX-მა უკრაინაში Starlink-ის სამხედრო ვერსიის მუშაობა შეზღუდა

უკრაინული მხარე: SpaceX-მა უკრაინაში Starlink-ის სამხედრო ვერსიის მუშაობა შეზღუდა

ფორმულა|formulanews.ge

ამერიკულმა კომპანია „სპეისიქსმა“ უკრაინაში სატელიტური კავშირის სისტემა „სტარლინკის“ სამხედრო სერვისის, „სტარშილდის“, მოძრავ ტერმინალებზე სიჩქარის შეზღუდვა დააწესა. უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებით, ცვლილების შესახებ თავდაცვის ძალები წინასწარ არ გაუფრთხილებიათ, შეფერხებამ კი რამდენიმე სამხედრო მისიის ჩაშლა გამოიწვია.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა თავდაცვის ტექნოლოგიების საკითხებში, სერგეი ბესკრესტნოვმა 14 ოქტომბერს განაცხადა, რომ შეზღუდვა საათში 100 მილს - დაახლოებით 160 კილომეტრს - უკავშირდება. მისი თქმით, უკრაინულ მხარეს ამის შესახებ წინასწარი შეტყობინება არ მიუღია.

ინფორმაციას გამოცემა „უკრაინსკაია პრავდაც“ ავრცელებს. მისი ცნობით, შეზღუდვის შესახებ ოთხი სამხედრო წყარო საუბრობს. გამოცემის ერთ-ერთმა წყარომ მას ვიდეოც მიაწოდა, რომელზეც, ჟურნალისტების აღწერით, ორ უკრაინულ დრონს კავშირი უწყდება და ისინი მისიის გაგრძელებას ვეღარ ახერხებენ.

„როიტერსის“ ცნობით, უკრაინის მეშვიდე სწრაფი რეაგირების კორპუსშიც განაცხადეს, რომ კავშირის შეფერხების გამო ზოგიერთი მისიის გაუქმება გახდა საჭირო. სამხედრო დანაყოფის ინფორმაციით, კავშირი ფრენისას ზოგჯერ 10–20 წამით წყდებოდა იმ შემთხვევებშიც, როდესაც დრონები საათში 110–120 კილომეტრი სიჩქარით მოძრაობდნენ. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წყაროს განცხადებით, შეზღუდვა ლოგისტიკასა და დრონების გარკვეული ოპერაციების ჩატარებას მნიშვნელოვნად ართულებს.

ბესკრესტნოვმა შეზღუდვის შესაძლო მიზეზზე საუბრისას აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება, მისი შეფასებით, მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას უკავშირდება. თუმცა, შეზღუდვის მიზეზი ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

მოვლენა აშშ-სა და უკრაინას შორის არსებული დაძაბულობის ფონზე მოხდა. „როიტერსის“ ცნობით, ვაშინგტონი კიევს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. ამასთან, სააგენტო აღნიშნავს, რომ რუსეთის ნავთობინფრასტრუქტურაზე თავდასხმებისას გამოყენებული უკრაინული დრონები კავშირის სხვა საშუალებებს იყენებენ, ხოლო „სტარლინკი“ რუსეთის ტერიტორიაზე არ მუშაობს.

„სპეისიქსს“ შეზღუდვასთან დაკავშირებით საჯარო კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 221 სტატია.

  • EU-მა უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებების ფარგლებში მეორე და მესამე კლასტერი გახსნაBM.GE
  • 2021-ში ცხადი იყო, რომ ომი იწყებოდა უკრაინაში და როცა ომი დაიწყებოდა, უნდოდათ საქართველოში დახვედროდათ ლოიალური ხელისუფლება, რომელიც შეასრულებდა ყველა მითითებას, რაც ამ ომთან დაკავშირებით წამოვიდოდა - შალვა პაპუაშვილირუსთავი 2
  • პუტინი მზადაა, გასცეს მითითება, არ დაარტყან უკრაინას არჩევნების დღეს – პესკოვინეტგაზეთი
  • 13 ოქტომბერს ევროკავშირი უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნისტვ პირველი
უკრაინის →მხარი →

მსგავსი სტატიები

12 სენატორი ტრამპს მოუწოდებს, პუტინთან რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება გააუქმოს

12 სენატორი ტრამპს მოუწოდებს, პუტინთან რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება გააუქმოს

ფორმულა

ცისტური ფიბროზის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტი „ტრიკაფტა“ საქართველოშია

ცისტური ფიბროზის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტი „ტრიკაფტა“ საქართველოშია

ფორმულა

რუსეთმა უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტითა და 128 დრონით შეუტია

რუსეთმა უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტითა და 128 დრონით შეუტია

ფორმულა

რომის პაპს ფილტვის კიბო დაუდგინდა

რომის პაპს ფილტვის კიბო დაუდგინდა

ფორმულა