მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სამშენებლო ხარჯების ზრდასთან ერთად, გენერაციის შეზღუდვები დამატებით რისკებს უქმნის ინვესტორებს - ლევან ვეფხვაძე
სამშენებლო ხარჯების ზრდასთან ერთად, გენერაციის შეზღუდვები დამატებით რისკებს უქმნის ინვესტორებს - ლევან ვეფხვაძე

სამშენებლო ხარჯების ზრდასთან ერთად, გენერაციის შეზღუდვები დამატებით რისკებს უქმნის ინვესტორებს - ლევან ვეფხვაძე

BM.GE26 სექტემბერი, 2026, 20:04|bm.ge

თუ CFD ტარიფებს არ გადავხედეთ, ენერგეტიკის სექტორში საინვესტიციო მიმზიდველობა შემცირდება - ამის შესახებ BMG-სთან საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე აცხადებს.

მისი თქმით, გასული წლების აუქციონის შემდეგ გაზრდილმა ინფლაციამ და მშენებლობის გაძვირებულმა ღირებულებამ დღის წესრიგში ტარიფებისა და პირობების კორექტირების საჭიროება დააყენა. ლევან ვეფხვაძის განმარტებით, ძველი ტარიფები დღევანდელ რეალობას აღარ შეესაბამება, რადგან მშენებლობის ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„2023 წელს ჩატარებული აუქციონის შემდეგ, დღეს არის 2026 წელი და, სამწუხაროდ, ძალიან მნიშვნელოვან ინფლაციას ვხედავთ. მშენებლობის ღირებულება გაიზარდა - 1 მილიონი დოლარიდან 1.5 მილიონ დოლარამდე ადის 1 მეგავატის მშენებლობა, რაც თავისთავად, აისახება ინვესტორის ინტერესზე. შესაბამისად, თუკი ჩვენ ამ ტარიფებს არ გადავხედეთ, იქნება პრობლემა. არა მარტო ღირებულების ოდენობას უნდა გადავხედოთ, არამედ, მაგალითად, ჰიდროელექტროსადგურებისთვის იმ თვეების რაოდენობასაც, რომელიც გარანტირებულია შესყიდვისა და ტარიფის ჩაკეტვის ნაწილში. ეს არის ის კომპლექსი, რომლის გარეშეც საინვესტიციო მიმზიდველობა სექტორში ნაკლები იქნება”, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე BMG-სთან.

კითხვაზე - რა დონეზე უნდა განისაზღვროს მინიმალური ტარიფი, ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, რომ კონკრეტული ციფრების საჯაროდ დასახელება ამ ეტაპზე რთულია. მისი თქმით, ოპტიმალურია ჯანსაღი კონკურენციისა და შეჯიბრებითობის პრინციპის შენარჩუნება.

„ახლა, ამ ეტაპზე, რაიმეს თქმა საჯაროდ ძალიან რთულია, იმიტომ რომ ნებისმიერი ტარიფი მომავალშიც აუქციონის წესით უნდა გამოვლინდეს. ამიტომ ჯობია, სწორედ ასეთი შეჯიბრებითობის პრინციპით მოხდეს ტარიფის დადგენა, ვიდრე საჯარო სივრცეებში განცხადებების კეთება. ველოდებით სამინისტროს პოზიციას, ისინი მუშაობენ და იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში გაგვიზიარებენ“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

ამასთან, მისივე თქმით, სამშენებლო ხარჯების ზრდასთან ერთად, გენერაციის შეზღუდვები დამატებით რისკებს უქმნის ინვესტორებს.

„მშენებლობის ღირებულება და პლუს მაის-ივნისის შეზღუდვები, ჯამში, ქმნის სერიოზულ რისკს ინვესტორის სურვილზე - ააშენოს ესა თუ ის ჰიდროელექტროსადგური. ამ დაღვრების დანაკარგი და ღირებულება გათვალისწინებული უნდა იყოს შემდგომ აუქციონებში, როდესაც ინვესტორებს შესთავაზებენ კონკრეტულ პროექტებზე მუშაობას. ეს გარდაუვალია“ - აცხადებს ვეფხვაძე.

CFD აუქციონები საქართველოში 2023 და 2024 წლებში გაიმართა. ბოლო აუქციონში დაფიქსირებული მედიანური ტარიფები ასეთია: ჰიდროელექტროსადგურებისთვის მოდინებაზე - 6,5 ცენტი; ქარის ელექტროსადგურებისთვის - 6 ცენტი; მზის ელექტროსადგურებისთვის - 5,6 ცენტი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ბავშვი და მოსწავლე გადაწყვეტილების მიღებისას ინტერესი არ ყოფილა" - განათლების ექსპერტი N21 სკოლის რეაბილიტაციაზე

"ბავშვი და მოსწავლე გადაწყვეტილების მიღებისას ინტერესი არ ყოფილა" - განათლების ექსპერტი N21 სკოლის რეაბილიტაციაზე

BM.GE

ერაყი, UAE, ჰონკონგი... - 8 თვეში თაფლის ექსპორტი 211.5%-ით გაიზარდა

ერაყი, UAE, ჰონკონგი... - 8 თვეში თაფლის ექსპორტი 211.5%-ით გაიზარდა

BM.GE

კლოდ მონეს დღემდე უცნობმა ნახატმა, შესაძლოა, სააუქციონო რეკორდი დაამყაროს - სავარაუდო ფასი $34 მილიონია

კლოდ მონეს დღემდე უცნობმა ნახატმა, შესაძლოა, სააუქციონო რეკორდი დაამყაროს - სავარაუდო ფასი $34 მილიონია

BM.GE

ნავთობისა და გაზის ახალი საბადოების აღმოჩენა 40-წლიან მინიმუმამდე შემცირდა

ნავთობისა და გაზის ახალი საბადოების აღმოჩენა 40-წლიან მინიმუმამდე შემცირდა

BM.GE