მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Samsung-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ $1 ტრილიონს გადააჭარბა
Samsung-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ $1 ტრილიონს გადააჭარბა

Samsung-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ $1 ტრილიონს გადააჭარბა

BM.GE7 მაისი, 2026, 04:48|bm.ge

სამხრეთკორეული ტექნოლოგიური გიგანტის, Samsung-ის საბაზრო შეფასებამ ოთხშაბათს $1 ტრილიონიან ნიშნულს გადააჭარბა. ამ მაჩვენებლით ის აზიაში რიგით მეორე კომპანია გახდა, რომელმაც აღნიშნულ ისტორიულ ზღვარს მიაღწია.

ამ დრომდე მსგავსი შედეგის დაფიქსირება მხოლოდ ტაივანურმა TSMC-მ შეძლო. სეულის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის დაწყებისას კომპანიის კაპიტალიზაციამ 1,500 ტრილიონი ვონი ($1.03 ტრილიონი) შეადგინა.

როგორც ირკვევა, აქციების ფასის მკვეთრი ზრდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე კომპანიების ფასიანი ქაღალდების ღირებულების მატებამ განაპირობა. არსებული ინფორმაციით, ინვესტორების განწყობაზე Intel-ისა და სხვა ტექნოლოგიური გიგანტების ძლიერმა კვარტალურმა ანგარიშებმა იმოქმედა. პარალელურად, პოზიტიური მოლოდინები აშშ-სა და ირანს შორის საბრძოლო მოქმედებების შეჩერებამაც გააძლიერა. ამავე ფაქტორმა განაპირობა ის, რომ გასული სავაჭრო სესია S&P 500-ისა და Nasdaq-ის ინდექსებისთვის რეკორდული მაჩვენებლების მიღწევით დაიხურა.

საფონდო ბაზარზე დაფიქსირებული ტენდენცია შეეხო Samsung-საც, რომლის აქციების ფასიც 12%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აჭარბებს ბენჩმარკ Kospi-ს 5.4%-იან ნამატს. ცნობისთვის, ტექნოლოგიური სექტორის მიმართ გაზრდილი ინტერესი უშუალოდ გლობალურ ბაზარზე AI ჩიპების მიმართ მოთხოვნისა და რეალიზაციის მკვეთრ მატებას უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ Samsung Electronics-ი მეხსიერების ბარათების მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებელია. კომპანია გლობალურ ბაზარზე ნახევარგამტარების სექტორში წამყვან პოზიციას წლებია ინარჩუნებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE