მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სანამ ჩაკეტილი იქნება ჰორმუზის სრუტე, ნავთობის ფასებზე კრიტიკული ვითარება გვექნება - რატი წიკლაური
სანამ ჩაკეტილი იქნება ჰორმუზის სრუტე, ნავთობის ფასებზე კრიტიკული ვითარება გვექნება - რატი წიკლაური

სანამ ჩაკეტილი იქნება ჰორმუზის სრუტე, ნავთობის ფასებზე კრიტიკული ვითარება გვექნება - რატი წიკლაური

BM.GE2 მაისი, 2026, 22:58|bm.ge

TBC Capital-ის უფროსი ანალიტიკოსი რატი წიკლაური აცხადებს, რომ ნავთობის ფასთან დაკავშირებით მოლოდინები შეცვლილია.

თუ ომის დაწყებამდე ნავთობის ფასის პროგნოზი წლის ბოლოსთვის 60 დოლარს შეადგენდა, განახლებული მონაცემებით, ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაშიც კი, ფასი მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება.

მისივე თქმით, ჰორმუზის სრუტის ბლოკირებისა და მზარდი ფიზიკური დეფიციტის ფონზე, ნავთობის ბაზარზე კრიტიკული მდგომარეობა შენარჩუნდება.

"ჩვენ ახლა ძალიან საინტერესო რეალობაში ვცხოვრობთ, როდესაც ნავთობის ფასები, ომამდელ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვნად გარკვეულ მომენტებში თითქმის ორჯერ არის გაზრდილი, თუმცა ეს გარემო ცვალებადია. ვფიქრობთ, რომ ნავთობის ფასები პირდაპირ მიბმული იქნება ჰორმუზის სრუტეზე და სანამ ის ჩაკეტილი იქნება, ძალიან კრიტიკული ვითარება გვექნება.

მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, რომ ფიზიკური დეფიციტი უკვე დაიწყო. მაგალითად, გასულ თვეში ჯერ კიდევ არსებობდნენ ნავთობის ტანკერები, რომლებიც ჰორმუზის სრუტიდან ომამდე გამოვიდნენ და თავიანთ დანიშნულების პუნქტებამდე ჯერ მიღწეული არ ჰქონდათ. დღეს ეს რესურსი უკვე ამოიწურა; ფაქტობრივად, ქვეყნებს საკუთარ ფიზიკურ მარაგებზე შეხება უწევთ და რაც უფრო მეტხანს დარჩება ჰორმუზის სრუტე ჩაკეტილი, მით უფრო დამძიმდება ვითარება.

ამასთანავე, ჩვენ გვაქვს ახალი მოლოდინები თუ ომის დაწყებამდე ველოდებოდით, რომ 2026 წლის ბოლოსთვის ნავთობის ფასი 60 დოლარის მიმდებარედ იქნებოდა, ახლა ვფიქრობთ, რომ იმის მიუხედავად, ომი ხვალ დამთავრდება თუ ერთ კვირაში საბაზისო და არა პესიმისტური სცენარითაც კი, რომელიც ითვალისწინებს, რომ კონფლიქტი ივნისის ბოლომდე დასრულდება ნავთობის ფასი წლის ბოლომდე მაინც მნიშვნელოვნად გაზრდილი დარჩება და შესაძლოა, ბარელზე 90 დოლარი ვიხილოთ.", - განაცხადა წიკლაურმა "საქმიანი დილის" ეთერში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა

BM.GE

საქართველოში დიუშენის მქონე 80-მდე პაციენტიდან „ჯივინოსტატი“, სავარაუდოდ, 35-ისთვის იქნება რელევანტური - სარჯველაძე

საქართველოში დიუშენის მქონე 80-მდე პაციენტიდან „ჯივინოსტატი“, სავარაუდოდ, 35-ისთვის იქნება რელევანტური - სარჯველაძე

BM.GE

მთავრობა ექსპორტის ლოგისტიკურ ხარჯებს დააფინანსებს|საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერის პროგრამა დამტკიცდა

მთავრობა ექსპორტის ლოგისტიკურ ხარჯებს დააფინანსებს|საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერის პროგრამა დამტკიცდა

BM.GE

ავსტრალია ტერორიზმის მხარდამჭერი კონტენტის გამო Telegram-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

ავსტრალია ტერორიზმის მხარდამჭერი კონტენტის გამო Telegram-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

BM.GE