მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სანოტარო თარგმანი 2 საათში: როგორ ცვლის "თარგმნის სახლი" სათარჯიმნო მომსახურების სტანდარტს
სანოტარო თარგმანი 2 საათში: როგორ ცვლის "თარგმნის სახლი" სათარჯიმნო მომსახურების სტანდარტს

სანოტარო თარგმანი 2 საათში: როგორ ცვლის "თარგმნის სახლი" სათარჯიმნო მომსახურების სტანდარტს

BM.GE30 სექტემბერი, 2026, 13:39|bm.ge

ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ბევრ ყოველდღიურ თუ საქმიან პროცესში გვჭირდება: ვიზის მიღებისას, საზღვარგარეთ სწავლისა და დასაქმებისთვის, ბანკებთან და სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობისას, ხელშეკრულებების გაფორმებისა თუ ტენდერებში მონაწილეობისას. თუმცა ხშირად ეს პროცესი რამდენიმე დღეს და ნოტარიუსთან გრძელ რიგებში დგომას ითხოვს. BMG-ის სტუმარი იყო სათარჯიმნო კომპანია „თარგმნის სახლის“ დამფუძნებელი თამარ პეტაშვილი, რომელმაც ისაუბრა კომპანიის სერვისებზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება სანოტარო თარგმანი უფრო სწრაფი და მოსახერხებელი გახდეს.

„თარგმნის სახლი“ სანოტარო თარგმანზეა ორიენტირებული და მომსახურებას როგორც ფიზიკურ პირებს, ისე იურიდიულ პირებს უწევს. კომპანია თარგმნის პირად დოკუმენტებს, მათ შორის დაბადებისა და ქორწინების მოწმობებს, დიპლომებს, ცნობებსა და მინდობილობებს, ასევე ბიზნეს დოკუმენტაციას: ხელშეკრულებებს, სარეგისტრაციო ამონაწერებს, წესდებებს, სერტიფიკატებსა და ტექნიკურ დოკუმენტებს.

კომპანიის მთავარი უპირატესობა სიჩქარეა. თუ ბაზარზე დამკვიდრებული პრაქტიკით სანოტარო თარგმანის მომზადებას დაახლოებით ორი დღე სჭირდება, „თარგმნის სახლში“ შეკვეთა საშუალოდ ორ საათში სრულდება.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ კომპანიებისთვის, რომლებიც საერთაშორისო ვაჭრობაში არიან ჩართულები ან სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობენ. სატენდერო დოკუმენტაციის ჩაბარების ვადა მკაცრად განსაზღვრულია და ერთი დაგვიანებული თარგმანიც კი შეიძლება კომპანიას კონკურსში მონაწილეობის შანსი დააკარგვინოს. თამარ პეტაშვილის თქმით, კომპანიას ასეთ შემთხვევებში არაერთხელ მოუწია ბოლო წუთებში მუშაობა.

„ჩვენი მიზანია, რომ არც ერთმა ადამიანმა და არც ერთმა კომპანიამ თარგმანის გამო არ დაკარგოს დრო, შესაძლებლობა ან უკვე დაგეგმილი საქმე“, აღნიშნა თამარ პეტაშვილმა.

მომსახურება სრულად ონლაინ რეჟიმში მუშაობს: შეკვეთა, თარგმნა, სანოტარო დამოწმება და მიწოდება ოფისში ვიზიტის გარეშე ხდება. მომხმარებელი დოკუმენტს ონლაინ აგზავნის, მზა თარგმანი კი მას საქართველოს ნებისმიერ ქალაქში საკურიერო სერვისებით მიეწოდება.

დამფუძნებლის განმარტებით, სიჩქარე ხარისხის ხარჯზე არ მიიღწევა. თითოეულ დოკუმენტზე პროფესიონალი მთარგმნელი მუშაობს, თარგმანს კი ნოტარიუსი ამოწმებს. ოფიციალური დოკუმენტების შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თარგმანი ფორმითაც ზუსტად იმეორებდეს ორიგინალს, მის ცხრილებს, ბეჭდებს, ხელნაწერ ველებსა და გვერდების სტრუქტურას, წინააღმდეგ შემთხვევაში უწყებამ დოკუმენტი შეიძლება არ მიიღოს. ამ პროცესის დასაჩქარებლად კომპანია საკუთარ ტექნოლოგიურ პლატფორმას იყენებს, რომელიც ფორმატირებას, ტერმინოლოგიასა და სამუშაო პროცესის მართვას უზრუნველყოფს, თავად თარგმანის ხარისხზე პასუხისმგებლობა კი მთარგმნელსა და ნოტარიუსს რჩება.

„თარგმნის სახლი“ მუშაობს როგორც ფართოდ გავრცელებულ, ისე ნაკლებად მოთხოვნად ენებზე, მათ შორის ინგლისურ, რუსულ, გერმანულ და ჩინურ ენებზე. 2026 წლის იანვრიდან, პლატფორმის განახლების შემდეგ, კომპანიას უკვე 700-ზე მეტმა მომხმარებელმა მიმართა.

„თარგმნის სახლის“ მომსახურების შეკვეთა შესაძლებელია ვებგვერდზე notarytranslation.ge, დამატებითი ინფორმაციისთვის კი კომპანიას შეგიძლიათ მიგვწეროთ ელფოსტაზე info@th.com.ge.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს ეროვნული რობოტიკის გუნდი სამხრეთ კორეაში FIRST Global Challenge-ში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ეროვნული რობოტიკის გუნდი სამხრეთ კორეაში FIRST Global Challenge-ში მიიღებს მონაწილეობას

BM.GE

„არ გამოგრჩეს გულისცემა“ - GM PHARMA-ს მხარდაჭერით გულის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით კარდიოლოგებისთვის მასტერკლასი გაიმართა

„არ გამოგრჩეს გულისცემა“ - GM PHARMA-ს მხარდაჭერით გულის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით კარდიოლოგებისთვის მასტერკლასი გაიმართა

BM.GE

თაღლითობა „ბიზნესში ინვესტირების“ პირობით - თბილისში ₾275 ათასის მითვისების ბრალდებით 2 პირი დააკავეს

თაღლითობა „ბიზნესში ინვესტირების“ პირობით - თბილისში ₾275 ათასის მითვისების ბრალდებით 2 პირი დააკავეს

BM.GE

არსენალის მთაზე დაგეგმილი სამთავრობო ქალაქისთვის გზების პროექტირებაზე ₾10.3 მლნ-ის შესყიდვა გამოცხადდა

არსენალის მთაზე დაგეგმილი სამთავრობო ქალაქისთვის გზების პროექტირებაზე ₾10.3 მლნ-ის შესყიდვა გამოცხადდა

BM.GE