მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "საოჯახო საყიდლებზე გათვლილი ნიშა გვიჭირავს" -„სუზალა“ გაფართოებას გეგმავს
"საოჯახო საყიდლებზე გათვლილი ნიშა გვიჭირავს" -„სუზალა“ გაფართოებას გეგმავს

"საოჯახო საყიდლებზე გათვლილი ნიშა გვიჭირავს" -„სუზალა“ გაფართოებას გეგმავს

BM.GE5 მაისი, 2026, 13:22|bm.ge

სუპერმარკეტების ქსელი „სუზალა“ წელს გაფართოებას გეგმავს. კომპანიის დამფუძნებელმა სულხან წულაძემ კომპანიის განვითარებაზე BM.GE-სთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქსელის გაფართოება დედაქალაქში მაღალი მოთხოვნითა და მომხმარებელთა ზრდით არის განპირობებული.

წულაძის თქმით, გაყიდვები მზარდია, რასაც როგორც ბაზარზე სიახლე, ისე აქტიური სარეკლამო კამპანია განაპირობებს : „, ფაქტობრივად ტრადიციული ქსელური მაღაზიების პირდაპირი კონკურენტი არ ვართ. საოჯახო საყიდლებზე გათვლილი, უფრო ბიუჯეტურ სეგმენტზე ორიენტირებული მაღაზია ვართ“, - აღნიშნა მან.

განვითარების გეგმის ფარგლებში, კომპანია წელს მინიმუმ ერთი ახალი ფილიალის დამატებას განიხილავს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ბაზარზე არსებულ ფასებსა და საინვესტიციო პირობებზე იქნება დამოკიდებული.

„წელს გაფართოება გვინდა და ვეცდებით დედაქალაქს, მინიმუმ ერთი ფილიალი შევმატოთ. თუმცა ფართების მაღალი ფასებიდან გამომდინარე რთულია ზუსტი გადაწყვეტილების მიღება. ბანკთან თანამშრომლობით ვნახავთ, რას შევძლებთ“, - განაცხადა წულაძემ.

მისი თქმით, ახალი ფილიალისთვის რამდენიმე ლოკაცია განიხილება, მათ შორის საბურთალო, დიღომი, ვარკეთილი და ვაზისუბანი.

„სუზალას“ დამფუძნებელი ამბობს, რომ არსებული ფილიალების გამოცდილებამ ქსელის განვითარების პოტენციალი ნათლად აჩვენა. მისი თქმით, გლდანის ფილიალი 26 წელია ოპერირებს, ხოლო ნაძალადევის ახალი ობიექტი უკვე წელიწად-ნახევარია ფუნქციონირებს და მომხმარებლებს ქალაქის ცენტრალური უბნებიდანაც კი იზიდავს.

„ადამიანები ქალაქის ცენტრიდანაც მოდიან საოჯახო საყიდლებზე, რადგან ფასებში საკმაოდ დიდი სხვაობაა“, - ამბობს წულაძე.

რაც შეეხება ინვესტიციას, მისი მოცულობა, როგორც ბიზნესმენი აღნიშნავს, ჯერ დაზუსტებული არ არის, რადგან დიდწილად კომერციული ფართის ღირებულებაზეა დამოკიდებული.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვერ იქნება ეს კარგი ქვეყანა, როდესაც თბილისის და ბათუმის გარდა არაფერი ვითარდება - ირაკლი მელაშვილი

ვერ იქნება ეს კარგი ქვეყანა, როდესაც თბილისის და ბათუმის გარდა არაფერი ვითარდება - ირაკლი მელაშვილი

BM.GE

2021 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - ივნისში თბილისში სამშენებლო ნებართვების ფართობი 225.3%-ით გაიზარდა|G&T

2021 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - ივნისში თბილისში სამშენებლო ნებართვების ფართობი 225.3%-ით გაიზარდა|G&T

BM.GE

გათავისუფლებულ თანამშრომლებზე ₾8.5 მილიონის კომპენსაცია გაიცა|რამდენი შტატი გაუქმდა ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში?

გათავისუფლებულ თანამშრომლებზე ₾8.5 მილიონის კომპენსაცია გაიცა|რამდენი შტატი გაუქმდა ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში?

BM.GE

თბილისში, მეველეს ქუჩა N17-ში სახელმწიფო ქონება ₾2.2 მილიონად იყიდება|აუქციონი

თბილისში, მეველეს ქუჩა N17-ში სახელმწიფო ქონება ₾2.2 მილიონად იყიდება|აუქციონი

BM.GE