მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე
საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE28 ოქტომბერი, 2026, 18:08|bm.ge

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აზარტული თამაშების შესახებ კანონში დაგეგმილ ახალ ცვლილებებს ეხმაურება, რომლითაც სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის შესაძლებლობა და საგადასახადო შეღავათები ეძლევათ.

ჯაღმაიძის განცხადებით, აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი საპატრიარქოსთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ხელისუფლებას მათთან წინასწარი კომუნიკაცია არ ჰქონია.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აღნიშნავს, რომ ეკლესია 2017 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა სათამაშო ბიზნესის რეგულირების პროცესში, რომელსაც საპატრიარქო იმჟამინდელი ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო ხელმძღვანელობდა.

„საქართველოს საპატრიარქო 2017 წლიდან დაწყებული იმ პროცესის უშუალო ინიციატორი და ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო, რომელიც აზარტული თამაშების სფეროში რეგულაციების შემუშავებასა და დაწესებას ისახავდა მიზნად... ჩატარდა არაერთი კვლევა, შეგროვდა და გაანალიზდა სტატისტიკური მონაცემები, რომელთა შედეგებიც საზოგადოებას გავაცანით. საბოლოოდ, ხელისუფლებამ მიიღო რეგულაციების მთელი პაკეტი, რაც მეტად მისასალმებელი იყო“, - განაცხადა ჯაღმაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საპატრიარქოში საკითხზე ფართო მსჯელობა ჯერ არ გამართულა, ეკლესია ამ პროცესისგან განზე ვერ დარჩება. ჯაღმაიძე დასძენს, რომ პირადად იზიარებს სახალხო დამცველის არგუმენტებს და იმედოვნებს, რომ კანონპროექტის ავტორებთან დიალოგი სასიკეთო შედეგით დასრულდება.

საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის უფლებას აძლევს. კანონპროექტის პაკეტი 26 ოქტომბერს დარეგისტრირდა და პირველი, მეორე და მესამე მოსმენით 27-28 ოქტომბერს განიხილება და 2 მოსმენით უკვე მიღებულია. დღესვე იგეგმება მესამე მოსმენით მიღება.

• საერთაშორისო ტურნირის დეფინიცია: კანონპროექტით, ასეთად ჩაითვლება თამაშობა, რომელშიც მონაწილეთა სულ მცირე 70% უცხო ქვეყნის მოქალაქე იქნება. [ ეს დათქმა მეორე მოსმენისთვის შეიცვალა და უცხოელების მონაწილეობის წილი 80%-მდე გაიზარდა]. • საგადასახადო შეღავათი: თუ ორგანიზატორი კლუბის მაგიდას მხოლოდ საერთაშორისო ტურნირისთვის გამოიყენებს და საპრიზო ფონდი 3 მილიონ ლარს გადააჭარბებს, ის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლისგან გათავისუფლდება.

კანონპროექტის მიღებას ეწინააღმდეგება სახალხო დამცველიც. ომბუდსმენმა პარლამენტს მოუწოდა, არ დაუჭიროს მხარი აღნიშნულ ინიციატივას. მისი შეფასებით, საზოგადოებისთვის ასეთი სენსიტიური საკითხის დაჩქარებული წესით მიღება დაუშვებელია შესაბამისი ექსპერტული დასკვნებისა და ადამიანის უფლებებზე მოსალოდნელი რისკების შეფასების გარეშე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

ამბოლი საქართველოში საბურავების ბაზრის ლიდერი და N1 ბრენდი გახდა

ამბოლი საქართველოში საბურავების ბაზრის ლიდერი და N1 ბრენდი გახდა

BM.GE

საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ „თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ „თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

BM.GE