მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საპენსიო ფონდმა ₾9 მილიარდს გადააჭარბა - ერთი მონაწილის საშუალო დანაზოგი 5,912 ლარია
საპენსიო ფონდმა ₾9 მილიარდს გადააჭარბა - ერთი მონაწილის საშუალო დანაზოგი 5,912 ლარია

საპენსიო ფონდმა ₾9 მილიარდს გადააჭარბა - ერთი მონაწილის საშუალო დანაზოგი 5,912 ლარია

BM.GE11 მაისი, 2026, 17:53|bm.ge

საქართველოს საპენსიო ფონდი აპრილის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ფონდის ზომამ გასულ თვეში 9 მილიარდ ლარს გადააჭარბა. უფრო კონკრეტულად, დღეისთვის ფონდის ზომა 9.2 მილიარდ ლარს აჭარბებს. სისტემაში სულ 1,546,846 ადამიანის დანაზოგები არის დაცული და ერთი მონაწილის საშუალო დანაზოგი 5,912 ლარს შეადგენს.

საპენსიო ფონდის აქტივები სამ განსხვავებულ პორტფელში არის განთავსებული, ესენია კონსერვატიული პორტფელი, სადაც თანხის 98.7% დევს (9.03 მლრდ ლარი), დაბალანსებული პორტფელი 52.4 მილიონი ლარით და დინამიკური პორტფელი 61 მილიონი ლარით. ამასთან, კონსერვატიულ პორტფელში ინახება სისტემის 1,536,680 მონაწილის საპენსიო დანაზოგი; დაბალანსებულ პორტფელში 5,159 მონაწილის, ხოლო დინამიკურ პორტფელში კი მხოლოდ 5,007 მონაწილის. ამასთან, ყველა მოქალაქის დანაზოგები ავტომატურად არის განთავსებული კონსერვატიულ პორტფელში, ხოლო დანარჩენ ორ პორტფელში თანხის გადატანა შესაძლებელია მოქალაქეთა პერსონალური არჩევანით, რომლის დაფიქსირებაც მათ საპენსიო ფონდის ოფისსა და იუსტიციის სახლში შეუძლიათ.

რაც შეეხება ამ პორტფელებს შორის სხვაობას - კონსერვატიულ პორტფელში დომინირებს ლარის ფიქსირებული შემოსავლის მქონე აქტივები, ესაა ქართული ბანკების მიერ გამოშვებული სადეპოზიტო სერტიფიკატები და სახაზინო ობლიგაციები, ხოლო თანხის 19.5% კი უცხოური ვალუტის აქტივებშია განთავსებული, რაც ძირითადად საერთაშორისო საფონდო ინდექსებს მოიცავს.

დაბალანსებულ პორტფელში ლარის აქტივების წილია 62%, დანარჩენი კი უცხოურ ვალუტაზე მოდის. დინამიურ პორტფელში კი ლარის აქტივების წილია 44.6%, 55.4% კი უცხოური ვალუტის აქტივებზე მოდის, სადაც ძირითადად საფონდო ინდექსები შედის. შესაბამისად, გლობალურ საფონდო ბაზარზე საპენსიო დანაზოგების ყველაზე დიდი წილი სწორედ დინამიურ პორტფელშია. 2026 წლის იანვარ-აპრილის ჩათვლით ამ პორტფელებიდან ყველაზე მაღალი - 6.35%-ის ამონაგები სწორედ დინამიურ პორტფელს ჰქონდა; დაბალანსებული პორტფელის ამონაგები 5.35%-ია; ხოლო კონსერტავიული პორტფელის ამონაგები 4.57%.

საქართველოში მოქმედი დაგროვებითი საპენსიო კანონმდებლობის თანახმად, ყველა დამსაქმებელი ვალდებულია მისი დასაქმებულები ჩართოს დაგროვებით საპენსიო სისტემაში. დასაქმებულთა ხელფასის 2%-ის ტოლი შენატანის კონტრიბუციის ვალდებულება აქვს დამსაქმებელს, ასევე 2% იხდება დასაქმებულის მიერ, ხოლო 2%-ს სახელმწიფო იღებს საშემოსავლო გადასახადიდან და საპენსიო ფონდში მიმართავს. შესაბამისად, მთლიანობაში ხელფასის 6%-ის ოდენობით თანხა ყოველთვიურად უნდა ირიცხებოდეს საპენსიო ფონდში, რასაც ფონდი თავის მხრივ საინვესტიციო ამონაგების სახით სარგებელს არიცხავს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ლარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 70 სტატია.

  • პროკურატურამ 1 238 531 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინაიმედი
  • TI: სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა "ქართულ ოცნებას" 1 496 500 ლარი შესწირატვ პირველი
  • ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, დარბაზიდან გათავისუფლდაფორმულა
  • თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს – TI-საქართველონეტგაზეთი
ლარი →

მსგავსი სტატიები

Qualcomm-მა პროდუქციაზე ფასები გაზარდა და კვარტალური პროგნოზი შეამცირა

Qualcomm-მა პროდუქციაზე ფასები გაზარდა და კვარტალური პროგნოზი შეამცირა

BM.GE

გუბერნატორი რეგიონში მხოლოდ „პოლიციელის ფუნქციის“ მატარებელია და მას რეალური ეკონომიკური ბერკეტები არ გააჩნია - ანალიტიკოსი

გუბერნატორი რეგიონში მხოლოდ „პოლიციელის ფუნქციის“ მატარებელია და მას რეალური ეკონომიკური ბერკეტები არ გააჩნია - ანალიტიკოსი

BM.GE

რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის დღეს დაბომბილი პერმის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა?

რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის დღეს დაბომბილი პერმის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა?

BM.GE

ივნისში ფულად-საკრედიტო დანაშაულებზე დევნა 19 პირის მიმართ დაიწყო - უმეტესობა ყალბ ბარათებს უკავშირდება

ივნისში ფულად-საკრედიტო დანაშაულებზე დევნა 19 პირის მიმართ დაიწყო - უმეტესობა ყალბ ბარათებს უკავშირდება

BM.GE