მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საპენსიო შენატანის ვალდებულება 4 673 დამსაქმებელს აქვს დარჩენილი, ჯარიმა ₾13.4 მილიონია - ამნისტიის პირობები
საპენსიო შენატანის ვალდებულება 4 673 დამსაქმებელს აქვს დარჩენილი, ჯარიმა ₾13.4 მილიონია - ამნისტიის პირობები

საპენსიო შენატანის ვალდებულება 4 673 დამსაქმებელს აქვს დარჩენილი, ჯარიმა ₾13.4 მილიონია - ამნისტიის პირობები

BM.GE15 სექტემბერი, 2026, 16:48|bm.ge

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებებს თანმხლებ კანონპროექტებთან ერთად, რომელიც საპენსიო შენატანის ვალდებულების შეუსრულებლობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების წესს ცვლის და ასევე, საპენსიო ფონდის ჯარიმების ამნისტიას ითვალისწინებს.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, მეტად არის გათვალისწინებული დამსაქმებელთა ინტერესები, მათ შორის ჯარიმის მოცულობის შემცირებით.

რაც შეეხება ჯარიმების ამნისტიას, დამსაქმებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში გათავისუფლდება ჯარიმისგან, თუ 2026 წლის 31 დეკემბრამდე სრულად გადაიხდის დაკისრებულ საპენსიო შენატანებსა და საურავს მონაწილეთა სასარგებლოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი საპენსიო ფონდის მიერ დაკისრებული ჯარიმები მიემართება აღსასრულებლად. აღსანიშნავია, რომ ამნისტია 2025 წლის 1 მაისიდან დაკისრებულ ჯარიმებზე ვრცელდება.

დოკუმენტის თანახმად, 2026 წლის 9 სექტემბრის მდგომარეობით, კანონპროექტი ეხება 48 069 ჯარიმას, 13 488 დამსაქმებელსა და შესაბამისად, ჯამში 42 903 000 ლარის მოცულობის ჯარიმას. ეს მონაცემები ასევე მოიცავს იმ დამსაქმებლებს, რომლებსაც 2026 წლის 9 სექტემბრის მდგომარეობით უკვე შესრულებული აქვთ განსახორციელებელი საპენსიო შენატანები და გადახდილია შესაბამისი საურავი. განმარტებითი ბარათის მიხედვით, საპენსიო შენატანის/საურავის განხორციელების ვალდებულება დარჩენილი აქვს 4 673 დამსაქმებელს, რომელთა შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენს 23,560,059 ლარს. ხოლო აღნიშნულ ვალდებულების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული/გადასახდელი ჯარიმების ჯამური მოცულობა 13,439,500 ლარია.

დაგეგმილი ცვლილებებით, საპენსიო ფონდის გადაწყვეტილებების [დაჯარიმების] თაობაზე დამსაქმებელს ეცნობება საპენსიო ფონდის და შემოსავლების სამსახურის სისტემის მეშვეობით, ასევე მოკლე ტექსტური შეტყობინების, შესაძლოა სხვა დამატებითი ელექტრონული წყაროს მეშვეობით.

დამსაქმებელს საპენსიო შენატანის განუხორციელებლობისათვის, ისევე როგორც ამჟამად, დაეკისრება ჯარიმა, თუმცა შეცვლილი წესით, კერძოდ, დამსაქმებელს ეძლევა საშეღავათო პერიოდი, 10 სამუშაო დღე, რომლის განმავლობაში შესაძლებელი იქნება მის მიერ ხარვეზების აღმოჩენა და აღმოფხვრა. ასევე იცვლება საურავის დასახელება და განისაზღვრება მონაწილის მიუღებელი სარგებლით, რაც აისახება მონაწილის ანგარიშზე. საკანონმდებლო პაკეტი მითითებული გარდამავალი პერიოდის შემდეგ, ასევე იგეგმება მონაწილის მიუღებელი სარგებლის (ამჟამად საურავის) გამოთვლის წესის ცვლილებაც, რაც მეტად მოიცავს მონაწილის ინტერესებს. მცირდება ჯარიმის მოცულობა და თითოეული სამართალდარღვევის გამოვლენისათვის 300 ლარით განისაზღვრება. აქამდე პირველ დარღვევაზე ჯარიმა 500 ლარი იყო, განმეორებაზე კი 1000 ლარი.

საკანონმდებლო პაკეტის თანახმად იქმნება საპენსიო ფონდის დამოუკიდებელი დავების განხილვის სამსახური. აღნიშნული დამოუკიდებელი ერთეული უფლებამოსილი იქნება, გარდა დამსაქმებელთა მიმართ დაკისრებული ჯარიმის/მიუღებელი სარგებლისა, განიხილოს საპენსიო ფონდის ისეთი გადაწყვეტილებები, რაც გამომდინარეობს საპენსიო ფონდის საქმიანობიდან და უშუალოდ უკავშირდება მონაწილეს (პენსიის დანიშვნა, დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლა).

"ათასობით მეწარმემ თანამშრომლების ასობით მილიონის შენატანი არ გადარიცხა" - რა იცვლება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში?

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება

BM.GE

საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა - ხიშტოვანი

საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა - ხიშტოვანი

BM.GE

უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ იერიშების შეჩერების მზადყოფნას გამოხატავს

უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ იერიშების შეჩერების მზადყოფნას გამოხატავს

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE