მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი არ მიმდინარეობს, რადგან ლილუაშვილი თავს დამნაშავეს არ ცნობს - ადვოკატი
საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი არ მიმდინარეობს, რადგან ლილუაშვილი თავს დამნაშავეს არ ცნობს - ადვოკატი

საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი არ მიმდინარეობს, რადგან ლილუაშვილი თავს დამნაშავეს არ ცნობს - ადვოკატი

BM.GE6 მაისი, 2026, 16:57|bm.ge

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატის, რობერტ გრიგალაშვილის განცხადებით, საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი არ არის.

„საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი არ მიმდინარეობს, რადგან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. წარმოდგენილი მტკიცებულებები თავისი შინაარსით, პირდაპირი მტკიცებულებები არ არის, შესაბამისად, მათზე დაყრდნობით, ვფიქრობთ, რომ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგეს",- განაცხადა გრიგალაშვილმა, რომლის კომენტარსაც "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

ლილუაშვილის სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 6 მაისს, იმართება და მას ბრალდებულიც ესწრება.

ლილუაშვილის პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, ბრალდების მხარის არაერთი განცხადების მიუხედავად, პროკურატურა სხდომის დახურვას მოითხოვს.

სუსის ყოფილი ხელმძღვანელი პროკურატურამ გასული წლის დეკემბერში დააკავა. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მიმდინარეობს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 51 სტატია.

  • ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობსრუსთავი 2
  • სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - ვუჩიჩის პარტიას სტუდენტური მოძრაობა უპირისპირდებატვ პირველი
  • „მიმდინარეობს შიდა განხილვები“ – ომბუდსმენი პარტიების აკრძალვის საქმეში ჯერ არ ჩართულანეტგაზეთი
  • თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობსიმედი
მიმდინარეობს →

მსგავსი სტატიები

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE