მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "საქაერონავიგაცია“ ესპანურ კომპანია Indra-ს საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემისთვის €3.5 მლნ-ს გადაუხდის
"საქაერონავიგაცია“ ესპანურ კომპანია Indra-ს საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემისთვის €3.5 მლნ-ს გადაუხდის

"საქაერონავიგაცია“ ესპანურ კომპანია Indra-ს საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემისთვის €3.5 მლნ-ს გადაუხდის

BM.GE3 სექტემბერი, 2026, 01:00|bm.ge

შპს „საქაერონავიგაცია“ საჰაერო მოძრაობის მართვის ავტომატიზებული სისტემებისა და საწაფის ერთწლიანი ტექნიკური მხარდაჭერისთვის 3.5 მილიონი ევროს ღირებულების გამარტივებულ შესყიდვას განახორციელებს. შესყიდვის საფუძვლად კომპანიას „ექსკლუზიური უფლებამოსილება“ აქვს მითითებული.

შესყიდვის ობიექტია ძირითადი საჰაერო მოძრაობის მართვის ავტომატიზებული სისტემებისა და საწაფის ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურება 2026 წლის 23 სექტემბრიდან 2027 წლის 23 სექტემბრამდე.

„საქაერონავიგაციის“ განმარტებით, აღნიშნული სისტემები კომპანია Indra Sistemas S.A.-ს მიერ არის წარმოებული. სისტემები თბილისში, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტების შესაბამის ინფრასტრუქტურაში გამოიყენება და მოიცავს საჰაერო მოძრაობის მართვის ძირითად, სარეზერვო და სატესტო სისტემებს.

სახელმწიფო კომპანიის ინფორმაციით, სისტემების ბოლო განახლება და გაფართოება 2024 წლის მარტში Indra Sistemas-თან გაფორმებული 1 მილიონი ევროს ღირებულების ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდა. ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ერთწლიანი საგარანტიო პერიოდი 2026 წლის მაისში ამოიწურა, რის გამოც სისტემებს ტექნიკური მხარდაჭერა აღარ აქვს. „საქაერონავიგაცია“ მიუთითებს, რომ მხარდაჭერის გარეშე დარჩენამ შესაძლოა გაართულოს სათადარიგო ნაწილების, პროგრამული უზრუნველყოფის შესწორებებისა და სხვა ტექნიკური მომსახურებების მიღება.

შესყიდვის საჭიროებას კომპანია ასევე ფრენის უსაფრთხოებას უკავშირებს. „საქაერონავიგაციის“ განცხადებით, აღნიშნული ავტომატიზებული სისტემები და საწაფი საჰაერო ხომალდების მართვის ძირითადი სისტემებია, შესაბამისად, მათი უწყვეტი და გამართული მუშაობა პირდაპირ არის დაკავშირებული ფრენების უსაფრთხოებასთან.

„საქაერონავიგაციის“ დოკუმენტაციაში ასევე აღნიშნულია, რომ სისტემების ექსპლუატაციის დაგეგმილი მინიმალური ვადა 10 წელია. შესყიდვის ღირებულება მიმწოდებელთან მოლაპარაკების გზით განისაზღვრა და შეადგენს 3.5 მილიონ ევროს. კომპანიის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მომსახურების ცალკეულ კომპონენტებად დაყოფა შესაძლებელია, მათი სხვა პირებისგან შესყიდვა მიზანშეწონილი არ არის, რადგან შესაბამისი ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნიკური კონტროლის უფლებები Indra Sistemas-ს ეკუთვნის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მივდივართ იქითკენ, რომ საბანკოს მსგავსად, სადაზღვევო სფეროშიც რამდენიმე კომპანიის დომინაცია იქნება - დაზღვევის კავშირი

მივდივართ იქითკენ, რომ საბანკოს მსგავსად, სადაზღვევო სფეროშიც რამდენიმე კომპანიის დომინაცია იქნება - დაზღვევის კავშირი

BM.GE

3 სექტემბრის ღონისძიებების ანონსი

3 სექტემბრის ღონისძიებების ანონსი

BM.GE

“უნივერსიტეტი დაახლოებით 98%-ით შეივსო… 280 ადგილი გვაქვს დარჩენილი”- სტუ-ს რექტორი

“უნივერსიტეტი დაახლოებით 98%-ით შეივსო… 280 ადგილი გვაქვს დარჩენილი”- სტუ-ს რექტორი

BM.GE

Galt & Taggart-მა საერთაშორისო რეზერვების პროგნოზი $8.5 მილიარდამდე გაზარდა

Galt & Taggart-მა საერთაშორისო რეზერვების პროგნოზი $8.5 მილიარდამდე გაზარდა

BM.GE