მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. “უნივერსიტეტი დაახლოებით 98%-ით შეივსო… 280 ადგილი გვაქვს დარჩენილი”- სტუ-ს რექტორი
“უნივერსიტეტი დაახლოებით 98%-ით შეივსო… 280 ადგილი გვაქვს დარჩენილი”- სტუ-ს რექტორი

“უნივერსიტეტი დაახლოებით 98%-ით შეივსო… 280 ადგილი გვაქვს დარჩენილი”- სტუ-ს რექტორი

BM.GE2 სექტემბერი, 2026, 23:50|bm.ge

უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რამდენიმე ათეული პროგრამა გაუქმდა, თუმცა როგორც სტუ-ს რექტორი bm.ge-სთან აცხადებს, ახალი პროგრამების დამატების წყალობით უნივერსიტეტს სტუდენტები არ დააკლდება.

დავით გურგენიძე ამბობს, რომ უნივერსიტეტში კვოტები სრულად ვერ შეივსო, დარჩენილია 280 ადგილი, რომელიც მისი თქმით, მეორადი ჩარიცხვების შემდეგ შეივსება.

“ფაქტობრივად უნივერსიტეტი შეივსო მთლიანად, დაახლოებით 98%-ით. მივესალმებით მეორად ჩარიცხვას, რომელიც სახელმწიფომ გამოაცხადა. 280 ადგილია დარჩენილი, რომელიც ალბათ ისიც შეივსება.

[წინა წელთან შედარებით] ბევრი რამ შეიცვალა. ჩვენ მთლიანად გადავედით ტექნიკურ-ტექნოლოგიურ საგანმანათლებლო პროგრამებზე. ჩვენ ოთხი მიმართულება დაგვრჩა მიმავალ რეჟიმში… 200-მდე პროგრამა გვქონდა და ახლა დაახლოებით 160 პროგრამა გვაქვს.

[სტუდენტების რაოდენობა] არ მცირდება, რადგანაც „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი“ პრინციპიდან გამომდინარე ჩვენთანაც მოხდა დამატებები, შესაბამისად [სტუდენტთა რიცხოვნობა] ფაქტობრივად არ შემცირებულა.

უნივერსიტეტი წმინდა ბიზნესი არ არის, მაგრამ უნივერსიტეტმა თავის თავი უნდა შეინახოს და ჯერჯერობით ამ გზით მივდივართ, რომ უნივერსიტეტი თავის თავს შეინახავს და კვლევებსაც ჩაატარებს”,-აცხადებს უნივერსიტეტის რექტორი.

მიმდინარე წელს უმაღლესი განათლების სისტემაში არაერთი ცვლილება განხორციელდა. შეიცვალა უნივერსიტეტების დაფინანსების წესი, გაუქმდა საგრანტო დაფინანსება. სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა გახდა უფასო. გარდა დაფინანსების წესის ცვლილებისა რეფორმის ფარგლებში ამოქმედდა ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტის მოდელი და საჯარო უნივერსიტეტებში შემცირდა როგორც აკადემიური პროგრამები, ისე მისაღები კონტინგენტი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"საქაერონავიგაცია“ ესპანურ კომპანია Indra-ს საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემისთვის €3.5 მლნ-ს გადაუხდის

"საქაერონავიგაცია“ ესპანურ კომპანია Indra-ს საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემისთვის €3.5 მლნ-ს გადაუხდის

BM.GE

მივდივართ იქითკენ, რომ საბანკოს მსგავსად, სადაზღვევო სფეროშიც რამდენიმე კომპანიის დომინაცია იქნება - დაზღვევის კავშირი

მივდივართ იქითკენ, რომ საბანკოს მსგავსად, სადაზღვევო სფეროშიც რამდენიმე კომპანიის დომინაცია იქნება - დაზღვევის კავშირი

BM.GE

3 სექტემბრის ღონისძიებების ანონსი

3 სექტემბრის ღონისძიებების ანონსი

BM.GE

Galt & Taggart-მა საერთაშორისო რეზერვების პროგნოზი $8.5 მილიარდამდე გაზარდა

Galt & Taggart-მა საერთაშორისო რეზერვების პროგნოზი $8.5 მილიარდამდე გაზარდა

BM.GE