
კობახიძე ელექტროენერგიის გათიშვაზე: მიუხედავად უამრავი გამოწვევევისა, სისტემა არის მდგრადი
"ქართული ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვის სამ შემთხვევას გამოეხმაურა.
კობახიძის თქმით, მიუხედავად გამოწვევებისა, სისტემა არის მდგრადი და ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს მდგრადობა იყოს შენარჩუნებული.
"ელექტროენერგიის გათიშვას პირველ ორ შემთხვევაში ჰქონდა კონკრეტული მიზეზი, რასთან დაკავშირებითაც სრული ინფორმაცია გვაქვს, თუმცა ამასთან დაკავშირებით სუს-ში წარიმართება გამოძიება და ინფორმაციას მოგვიანებით დეტალურად წარვუდგენთ საზოგადოებას, იმიტომ, რომ რაღაცებს სჭირდება დამატებით ჩაღრმავება.ჩვენ წინასწარი ინფორმაცია საკმარისზე მეტი გვაქვს.
მესამე გათიშვას ჰქონდა კონკრეტული მიზეზი - ეს იყო კონკრეტული სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებიც წარმოებდა ენგურჰესზე.
მთლიანობაში, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი გამოწვევაა, სისტემა არის მდგრადი და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სისტემის მდგრადობა იყოს შენარჩუნებული. საბოლოო შესწავლა როგორც კი იქნება, მაშინვე წარვუდგენთ საზოგადოებას. უნდა დაველოდოთ ბოლომდე საკითხის შესწავლას, ოფიციალურ ინფორმაციას და ამის შემდეგ საზოგადოებას გავუზიარებთ სრულ ინფორმაციას. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, შეიძლება საერთოდ არ იყოს საბოტაჟთან საქმე, როცა ბოლომდე გაირკვევა ყველაფერი, მაშინ გავუზიარებთ საზოგადოებას ინფორმაციას", - თქვა კობახიძემ.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge