მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველო ევროპასთან 7 ქვეყანას აკავშირებს... მაქსიმალურად ვცდილობთ ამ შესაძლებლობის ათვისებას - კობახიძე
საქართველო ევროპასთან 7 ქვეყანას აკავშირებს... მაქსიმალურად ვცდილობთ ამ შესაძლებლობის ათვისებას - კობახიძე

საქართველო ევროპასთან 7 ქვეყანას აკავშირებს... მაქსიმალურად ვცდილობთ ამ შესაძლებლობის ათვისებას - კობახიძე

BM.GE4 მაისი, 2026, 22:29|bm.ge

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყნის მიზანია „შუა დერეფნის“ ფარგლებში საკუთარი როლის მაქსიმალური გაზრდა, რადგან საქართველო შავ ზღვასა და ევროპასთან 7 ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყანას აკავშირებს.

ამის შესახებ კობახიძემ ერევანში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის ფარგლებში, ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„საქართველო არის ქვეყანა, რომელიც შავ ზღვასთან და, შესაბამისად, ევროპასთან, დასავლეთთან აკავშირებს 7 ქვეყანას, რომელსაც არ აქვს ზღვაზე გასასვლელი — ეს არის ჩვენი მეზობელი ქვეყნები, სომხეთი და აზერბაიჯანი, შუა აზიის ქვეყნები. რა თქმა უნდა, ეს ზრდის ჩვენს როლს დაკავშირებადობის კუთხით და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს შესაძლებლობა ავითვისოთ“.

კობახიძემ რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებასა და უსაფრთხოების გამოწვევებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, სამხრეთ კავკასია ამჟამად ორ სამხედრო კონფლიქტს უკრაინაში მიმდინარე ომსა და ახლო აღმოსავლეთში არსებულ კრიზისს შორის არის მოქცეული.

პრემიერ-მინისტრის თქმით, სამიტის ფარგლებში გამართულ მრგვალი მაგიდის დისკუსიაზე მან კოლეგებს ინფორმაცია მიაწოდა იმ ინვესტიციების შესახებ, რომლებიც საქართველოში ინფრასტრუქტურის მიმართულებით ხორციელდება.

„შუა დერეფნის“ როლის გაძლიერების გარდა, კობახიძემ ხაზი გაუსვა ენერგეტიკული დამოუკიდებლობის საკითხსაც და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიზანია ელექტროენერგიის გენერაციის მნიშვნელოვანი ზრდა. გენერაციის გაზრდა 4 800 მეგავატიდან 11 500 მეგავატამდე.

ქვეყნის სრული ენერგეტიკული თვითკმარობა და ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანა.

ამ კონტექსტში კობახიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, რომელიც ევროპასთან ენერგეტიკულ დაკავშირებადობას ისახავს მიზნად.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • ბიბილაშვილი: როგორ ოპოზიციას ისურვებდა „ოცნება“, ისეთსაც, როგორიც ირაკლი კობახიძის მამა იყო გამსახურდიას დროს?ტვ პირველი
  • კობახიძე: ქალბატონ რასას, მის მეგობრებს უნდათ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეშიფორმულა
  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებანეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს შეხვდარუსთავი 2
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

BM.GE