მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "საქართველო გასტრონომიულად ასეთი პოპულარული არ მახსენდება ყოფილიყოს" - "კოჭბაანის სახლი"
"საქართველო გასტრონომიულად ასეთი პოპულარული არ მახსენდება ყოფილიყოს" - "კოჭბაანის სახლი"

"საქართველო გასტრონომიულად ასეთი პოპულარული არ მახსენდება ყოფილიყოს" - "კოჭბაანის სახლი"

BM.GE26 მაისი, 2026, 04:45|bm.ge

საქართველო გასტრონომიულად ასეთი პოპულარული არ მახსენდება ყოფილიყოს, - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ტურისტული ობიექტის "კოჭბაანის სახლი" დამფუძნებელმა ანნა ზაალიშვილი ისაუბრა.

მისი შეფასებით, ობიექტის 2026 წლის ტურისტული სეზონი, რომელიც გასტრონომიულ გამოცდილებაზეა ორიენტირებული, აქტიურად დაიწყო, ხოლო უცხოელი ვიზიტორების მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

"სეზონი 14 აპრილს გავხსენით და ამ პერიოდიდან ნათლად ჩანს, რომ სტუმრები აქტიურად მოგზაურობენ. უკვე ველოდებით სტუმრებს შვეიცარიიდან, გუშინ კი ჰოლანდიელი ვიზიტორები გავაცილეთ. სეზონის გახსნა საკმაოდ პოზიტიურად დაიწყო", - განაცხადა ანნა ზაალიშვილმა.

მისივე თქმით, „კოჭბაანის სახლს“ აქტიური ჯავშნები უკვე ზაფხულისა და შემოდგომის სეზონზეც აქვს, რაც ტურისტული მოთხოვნის ზრდაზე მიუთითებს.

"მგონია, რომ წელს საქართველო გასტრონომიულად ისეთი პოპულარული და მომზადებული არასდროს ყოფილა ტურისტების მისაღებად, როგორც ახლა. ჩვენი უცხოელი სტუმრების დაახლოებით 70% სრულად არის დაინტერესებული ქართული გასტრონომიის გამოცდილებით და მისი ბოლომდე გაზიარებით", - აღნიშნა მან.

ანნა ზაალიშვილის ინფორმაციით, უცხოელ ვიზიტორებს განსაკუთრებით აინტერესებთ არა მხოლოდ ქართული კერძების დაგემოვნება, არამედ მათი მომზადების პროცესში მონაწილეობაც. ის აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით ინტერესი უკვე ქართველ დამსვენებლებშიც იზრდება.

"ქართველმა დამსვენებელმაც აქტიურად დაიწყო დაინტერესება, როგორ მზადდება კერძები, რა ტრადიციები დგას ამის უკან. თუმცა, ვფიქრობ, უცხოელი სტუმრებისთვის საქართველოს გასტრონომია განსაკუთრებული აღმოჩენაა. ეს არის გამოცდილება, რომელსაც შემდეგ საკუთარ მეგობრებს უზიარებენ", - ამბობს "კოჭბაანის სახლის" დამფუძნებელი.

მისი განმარტებით, გასტრონომიული სივრცის კონცეფცია სოფლის ცხოვრების, ადგილობრივი კულტურისა და კულინარიული გამოცდილების გაზიარებას ეფუძნება.

„შენ აქ მხოლოდ კოტეჯში დასარჩენად არ ჩამოდიხარ - მოდიხარ იმის სანახავად, როგორ ცხოვრობენ ადამიანები სოფელში, როგორ ამზადებენ კერძებს და რა ცოდნას შეგიძლია წაიღო აქედან“, - განაცხადა ანნა ზაალიშვილმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სახლი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 47 სტატია.

  • დაკავება ნარკოდანაშაულის საქმეზე - 30 წლის ქალის საცხოვრებელი სახლიდან სამართალდამცველებმა 626 აბი "მეთადონი" ამოიღესრუსთავი 2
  • მუქარა არასრულწლოვანის მიმართ - ცნობილი TIK-TOK-ერის სახლში პოლიცია შევიდატვ პირველი
  • პენტაგონმა უკრაინისთვის Starshield-ის შეზღუდვის ბრძანება თეთრი სახლიდან მიიღოფორმულა
  • Axios: თეთრი სახლი რუსეთში შავი ჭირის შესაძლო ეპიდაფეთქებას აკვირდებანეტგაზეთი
სახლი →

მსგავსი სტატიები

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE